მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას სთავაზობს Awork-ის ახალი პლატფორმა, Awork Flow კომპანიებს?

გიორგი რაზმაძე

საქართველოს HR-ტექნოლოგიების ბაზარზე, ბოლო დროს, არაერთი საინტერესო კომპანია გამოჩნდა, რომლებიც სამსახურის მაძიებლებს და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებენ. თავდაპირველად, ამ მიზნით შეიქმნა Awork-იც, მაგრამ დროსთან ერთად, კომპანია განვითარდა და დღეს, სმარტფონის აპლიკაციასთან ერთად, კომპანიებს პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს, რომლითაც კანდიდატების შერჩევის პროცესის ყველა ნაბიჯის გაციფრულება არის შესაძლებელი.

“პირველ რიგში, მარკეტფლეისი გავუშვით, ხოლო კომპანიებისთვის მარტივი ბიზნესპროფილი შევქმენით, საიდანაც კომპანია Awork-ზე ვაკანსიებს თავად აცხადებს და კანდიდატებს არჩევს და უკავშირდება.

პარალელურად, რეკრუტერებისგან აქტიურად ვიღებდით უკუკავშირს, რის საფუძველზეც რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა, რომელთა გადაჭრა 2024 წლის დასაწყისში დავიწყეთ. შედეგად, შევქმენით პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც Awork-ის მარკეტფლეისისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი პროდუქტია.

ამგვარად, ჩვენი დახმარებით ბიზნესს Awork-ზე ვაკანსიის გამოცხადება, კანდიდატების მენეჯმენტი და ანალიზი შეუძლია, მაგრამ თუ კომპანიაში სურთ, საკითხს უფრო კომპლექსურად მიუდგნენ, შეუძლიათ ჩვენი პროგრამული გადაწყვეტა, Awork Flow დანერგონ, რომელიც რეკრუტერს შერჩევის მთელი პროცესის გაციფრულებაში ეხმარება.

HR-ტექნოლოგიების ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია, შესაბამისად ბაზარზე ერთადერთი კომპანია არ ვართ, მაგრამ Awork Flow-ს დახმარებით, კომპანიას ყველა ასეთი პლატფორმიდან მიღებული ლიდის ერთ სივრცეში გაერთიანება, უკუკავშირის ოპტიმიზაცია და შეხვედრების ჩანიშვნა შეუძლია”, - განაცხადა Awork-ის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი რაზმაძემ TECH INFORM-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები