500 Startups-ის აქსელერაციის მეორე, ინტენსიური ეტაპი დაიწყო და ის 12 მარტამდე გაგრძელდება. 12-დან 5 სტარტაპი Payze, Agrolabs, Youtravel.me, Kvalifika, Corebook საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დამატებით ინვესტიციას მიიღებს. მათგან ორი კომპანია კი აქსელერაციის ფინალურ ეტაპზე Silicon Valley-ში წასასვლელად immersion program-ში მონაწილეობისთვის საგზურს მოიგებს.
ამ ხუთ კომპანიასთან ერთად ინტენსიური პროგრამის კიდევ 5 წევრი მიიღებს შესაძლებლობას, „Demo Day”- ზე ინვესტორების წინაშე წარდგნენ. პროექტი 500 Startups რეგიონის მასშტაბით 500 Georgia-ს სახელით ხორციელდება.
როგორც Payze-ის თანადამფუძნებელმა კახა გელაშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა, მათი მოდელი მსოფლიო მასშტაბზეა გათვლილი.
“Payze-ის ჩანაფიქრი, როგორც საგადახდო სერვისის პროვაიდერის, გათვლილია არა მარტო საქართველოზე, არამედ ბევრ ქვეყანაზე. შესაბამისად, ის ბენეფიტები, რასაც 500 Startups-ისგან ვიღებთ ძალიან მნიშვნელოვანია.
Payze-ზე მუშაობა 2019 წელს დავიწყეთ. ამავე წლის გაზაფხულზე ეროვნული ბანკისგან საგადახდო სერვისების პროვაიდერის ლიცენზია გვქონდა. ფეიზის საგადახდო სისტემის გამოყენება როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე ბიზნესს შეუძლია”, - აღნიშნა გელაშვილმა.




























