მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას წარმოადგენს Google-ის ახალი ხელოვნური ინტელექტი Gemini?

gemini
სტატიაში საუბარია:

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Google-მა ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტი გამოუშვა, რომლის სახელწოდებაა Gemini. ამ ენობრივი მოდელის გაშვებიდან უკვე ორ კვირაზე მეტია გასული და შეიძლება ითქვას, რომ ის ChatGPT 4-ის ღირსეული კონკურენტია.

Gemini-ს მთავარ უპირატესობას Google-ის საძიებო სისტემასთან კავშირი წარმოადგენს. კოლოსალური მოცულობის მონაცემებთან კავშირი Gemini-ს პასუხების გენერირების არნახულ უნარს აძლევს, თანაც ის გაცილებით უკეთესად აანალიზებს მიმდინარე სიახლეებს, ვიდრე ChatGPT. მართალია, კრეატიულობით ისევ OpenAI-ს პირმშო ლიდერობს, თუმცა ამ მიმართულებით Google-ს სერიოზული პროგრესი აქვს და ტექნოლოგიური გიგანტი არც მომავალში აპირებს გაჩერებას.

გამოთვლით სიმძლავრეებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან Gemini ჯერაც სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს, შესაბამისად, მისი სრული პოტენციალის დანახვა მომავალი წლიდან უფრო მეტად იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ყოველი გენერირებული პასუხი ხელოვნური ინტელექტს უფრო მეტად აძლიერებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დროსთან ერთად ის უფრო მეტად დაიხვეწება.

ბაზარზე ამჟამად Google-ის ხელოვნური ინტელექტის 3 ვერსიაა ხელმისაწვდომი. მათ შორის ყველაზე სუსტი და ხელმისაწვდომი Nano ვერსიაა, რომელიც Android-ით აღჭურვილ სმარტფონებში ჩაშენდება და ის პასიური ასისტენტის ფუნქციას შეასრულებს.

Gemini Pro ხელოვნური ინტელექტის აქტიური ვერსიაა, რომელიც Google Pixel-ის სერიის სმარტფონებში იქნება ხელმისაწვდომი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ Gemini Pro გახდა Bard-ის ახალი ძრავა, რამაც ჩატბოტის შესაძლებლობები უმოკლეს დროში მნიშვნელოვნად გაზარდა.

რაც შეეხება Ultra-ს, ის data-ცენტრებზე და კორპორაციულ მომხმარებლებზე გათვლილი სუპერ ინტელექტია, რომლის შესაძლებლობების სრულად ასათვისებლად კომპლექსური დავალებების მიცემაა საჭირო.

როგორც Google-ის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეპოქა სწორედ ახლა იწყება და უახლოეს მომავალში ბაზარზე არაერთი ინოვაციური პროექტი და სერვისი გამოჩნდება, ყოველ მათგანს კი ერთი რამ სჭირდება - საძიებო სისტემასთან წვდომა, Google-ს კი, მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით ბაზრის 98% აქვს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები