მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას წარმოადგენს კომპანია BSP? - ”ბლექ სი პეტროლიუმი”- ნავთობგადამამუშავებელი ყულევში

გიყვებით კომპანია - ”ბლექ სი პეტროლიუმი”-ზე, რომელიც დასავლეთ საქართველოში, პატარა ფოთსა და ყულევს შორის, აშენებს საქართველოში პირველი, სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ჩვენ მოგვეცა საშუალება დაგვეთვალიერებინა როგორც თავად ქარხანა, ასევე ტერიტორია სადაც გრძელდება ინვესტიციები. არასრული სამი წლის წინ, მთელი ტერიტორია დაახლოებით აი ასე გამოიყურებოდა, ვინც ფოთი და მისი მიდამოები კარგად იცით, გეცნობათ მისთვის დამახასიათებელი ჭაობის ჭალები. დღეს კი ბლექსი პეტროლიუმის გუნდმა, არასრული სამი წლის თავზე შეძლეს ქარხნის ამუშავება, პირველი ფაზის დასრულება ითვალისწინებს მილიონს 200.000 ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავებას რისთვისაც ინფრასტრუქტურა უკვე სრულად და ბოლომდე გამართულია. ამისთვის დღეს ადგილზე მუდმივად 500 მდე თანამშრომელია დასაქმებული, ჯამში, ამ დროისთვის რაც ვნახეთ კომპანიას მარტო ხელფასების სახით აქვს გაცემული 90 მლნ ლარზე მეტი, ხოლო ბიუჯეტზე შენატანები აჭარბებს 40 მლნ ლარს. და დიახ, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან მთელი შემდეგი სამი წლის განმავლობაში, ტერიტორიაზე, რომელიც როგორც მოგახსენეთ, ჭაობის ჭალებით იყო დაფარული, გრძელდება ინვესტიციები რომელთა საერთო მოცულობა 700 მლნ დოლარს გადააჭარბებს. კომპანიასთან დაკავშირებით არსებობდა კითხვები რომელიც საზოგადოების ნაწილში გაჩნდა. იყო, ბევრი უზუსტობა, არასწორად დასმული,ჩამოყალიბებული საკითხებიც როცა აღნიშნული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოაზრებული იყო როგორც პორტი. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს აზერბაიჯანის სახელმწიფო საერთაშორისო კომპანია სოკართან,რომლის ინფრასტრუქტურა სწორედ ამ გაყოლებაზეა განთავსებული და მილსადენი რომლის BSP-ს ქარხანას სოკართან აკავშირებს 20 კილომეტრის სიგრძის არის, ჯამში, საწარმოში 75 კილომეტრი სიგრძის მილები, 300 კილომეტრზე მეტი კაბელი, და 10.000 ტონა მეტალია გამოყენებულია. 10.000 ტონა მეტალით რა გითხრათ, ერთი იმხელა ეიფელის კოშკი კი ჩაიდგმებოდა, რომელზეც იმედია არ მეშლება 7-დან 8000 ტონამდე მეტალია გამოყენებული. ადგილზე, კომპანია ბლექსი პეტროლიუმის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ფოცხვერიამ გვიმასპინძლა. კემბრიჯის განათლებით და საქართველოში,არაერთი ბიზნესით წარმოდგენილი ბოლო სამი წელიწადია თავისი პროფესიული, და ალბათ პირადი ცხოვრებაც ამ პროექტს დაუკავშირა. რას წარმოადგენს კომპანია ბლექსი პეტროლიუმი? რა ბიზნეს მოდელს ეფუძნება მისი განვითარება-სწორედ მისგან გავიგეთ ყველა დეტალი კომპანიის შესახებ, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ყულევში პირველ, საქართველოში პირველ სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს აყალიბებს.

ინტერვიუერი: გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი;

სტუმარი: დავით ფოცხვერია - თანადამფუძნებელი; აღმასრულებელი დირექტორი, Black Sea Petroleum (BSP)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები