მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას წარმოადგენს NOMIO? - ახალი აპლიკაცია ინტერნეტ კავშირისთვის

nomio

ბაზარზე ახალი ციფრული პროდუქტი - NOMIO გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სწრაფ და მარტივ ინტერნეტზე წვდომას სთავაზობს.

კომპანია TravelFy-ის დამფუძნებელმა, გიორგი მელიქიშვილმა BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, რომ აპლიკაცია უკვე ერთი თვეა სატესტო რეჟიმში მუშაობს, ხოლო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აქტიურ ფაზაში გადავიდა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, საზღვარგარეთ მოგზაურობისას ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ხშირ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს. სწორედ ამ საჭიროებაზე პასუხად შეიქმნა NOMIO - სერვისი, რომელიც მომხმარებელს სწრაფ, უპრობლემო, მარტივ და ხელმისაწვდომ ინტერნეტს სთავაზობს.

„საქართველოს ბაზარზე მსგავსი მიმართულებით, ცოტა მოთამაშე იყო. ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვეთავაზებინა პროდუქტი, რომელიც პირველ რიგში ქართველი მომხმარებლის საჭიროებებს უპასუხებდა, თუმცა ჩვენი მიზანი, მხოლოდ ლოკალური ბაზარი არ არის, ვგეგმავთ გლობალურ გაფართოებას და NOMIO-ს მსოფლიოს მასშტაბით შეთავაზებას“, - აცხადებს გიორგი მელიქიშვილი.

მისივე განმარტებით, NOMIO ხელმისაწვდომია Android და iOS პლატფორმებზე. კომპანიის ინფორმაციით, გუნდი აქტიურად მუშაობს აპლიკაციის დახვეწაზე, რის ფარგლებშიც ემატება ახალი პროდუქტები და ტარიფები, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს კონკრეტულ ლოკაციაზე არსებული საუკეთესო შეთავაზებით ისარგებლოს : "აპლიკაცია მრავალფეროვანია და სხვადასხვა ვალუტას იღებს, რაც მას საერთაშორისო მომხმარებლებისთვისაც მოსახერხებელს ხდის".

კომპანიის განცხადებით, მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისი სრულად ადამიანებზეა დაფუძნებული და არა ავტომატურ რობოტებზე. ამ დროისთვის, NOMIO უკვე რამდენიმე ათასმა მომხმარებელმა ჩამოტვირთა, ხოლო საკუთარ კატეგორიაში აპლიკაცია რეიტინგით მეშვიდე ადგილზეა. როგორც TravelFy-ში ამბობენ, საქართველო ამ ეტაპზე, სატესტო ბაზარს წარმოადგენს, რომლის შემდეგაც კომპანია აზიაში, ხოლო მომავალში, გლობალურ გაფართოებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები