მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას თვლის ჯანდაცვის უწყების მთავარ მიღწევებად ახალი მინისტრი - ანგარიში

მიხეილ სარჯველაძე

დღეს, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს, მოუსმენს.

წარმოდგენილი დოკუმენტი ფაქტობრივად იმეორებს ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტს.

მიხეილ სარჯველაძეც სესიაზე უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს 2013-2023 წლებში. ასევე დოკუმენტში საუბარია იმ პროგრამებზე, რომლებიც 2024 წელს გაფართოვდა, გაიზარდა მოცვა, ან ბიუჯეტი.

ანგარიშში წერია, რომ 2024 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს (დაზღვევის და სოციალური სტატუსის მიუხედავად) შეუძლია მიიღოს ონკოლოგიის სამკურნალო მედიკამენტები (ქიმიო, თანხები წლიდან წლამდე მზარდია, რაც ძვირად ღირებული და ინოვაციური მედიკამენტებით მკურნალობას ხმარდება (2020 წელი - 18.5 მლნ. ლარი და 2023 წელი - 58.3 მლნ. ლარი). ყოველწლიურად ონკოლოგიური სერვისის მიმღებია 20-23’000-მდე პაციენტი.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის მოსმენის პარალელურად, პარლამენტის უკან, ონკოლოგიური პაციენტები აქციას გამართავენ მოთხოვნით: "მოვითხოვთ ჯანმრთელობის უფლებას; მინდა ვიცოცხლო“.

სარჯველაძის უწყება მიღწევებად მიიჩნევს შემდეგ პროგრამებს:

  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მზარდი დაფინანსება;
  • DRG სისტემა;
  • რეფერალურ დახმარების პროგრამას და სოლიდარობის ფონდს;
  • ჰოსპიტალური სექტორის და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განვითარებას;
  • მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და ხარისხის ზრდას;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, ჰეპატიტების და სხვა ქრონიკული დაავადებების მართვას, ელიმინაცია, მკურნალობას და ა.შ.

ანგარიშის მიხედვით კვლავ გამოწვევაა ექიმების პროფესიული მზადების, მათ შორის რეზიდენტურის პროგრამების ორგანიზების საკითხები, განსაკუთრებით კლინიკურ ბაზებზე სწავლება (ე.წ. საუნივერსიტეტო კლინიკები).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები