მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას თვლის უწყების მთავარ მიღწევებად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი? - ანგარიში

შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია პარლამენტს სამინისტროს 2023 წელის საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის მიღწევების ანგარიში.

ოთარ შამუგიას მიერ რამდენიმე მთავარი მიმართულება დასახელდა:

  • აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვებამ რეკორდული, 16.6 მილიარდი ლარი შეადგინა, სოფლად უმუშევრობის დონის მაჩვენებელი 13.5%-მდეა შემცირებული;
  • აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 2023 წელს 1.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა;
  • დაფინანსებულია 400-მდე ახალი გადამმუშავებელი საწარმოს და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა;
  • შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, 46 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 6 მლრდ ლარის ღირებულების შეღავათიანი სესხი;
  • 120 მლნ ლარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის მხარდასაჭერად;
  • მიმდინარე წელს, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ 3700-მდე პირს დაუფინანსდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა;
  • გასულ წელს, 90 ათასამდე მოსარგებლის 44,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი დარეგისტრირდა თხილის კადასტრში; ფერმერებმა მიიღეს დაახლოებით 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება;
  • აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით 67 000 -მდე ბენეფიციარმა ისარგებლა; ანაზღაურებული ზიანი 83 მლნ ლარს აღემატება;
  • ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები;
  • წლის ბოლოს პირველად გახდება ხელმისაწვდომი საქართველოს მიწის ფონდის შესახებ ერთიანი ბალანსი;
  • დაცული ტერიტორიების ფართობი, ბოლო 10 წლის განმავლობაში, 393 ათასი ჰექტარით გაიზარდა და ამჟამად მისი მთლიანი ფართობი 912 862 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 13.1%-ია;
  • ბოლო წლების განმავლობაში, ტყის აღდგენის ღონისძიებები 5000 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდა;
  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სრულად გადაიარაღდა; თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვნენ ინსპექტორები და გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების მობილური ჯგუფები;
  • ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების უწყვეტ თვითმონიტორინგს დაქვემდებარებული დაახლოებით 51 აქტიური საწარმოდან სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში უკვე დარეგისტრირებულია 31 საწარმო, 11 საწარმო ხელსაწყოების მონტაჟის პროცესშია;
  • 2024 წლიდან ქვეყანაში ავტომობილებისთვის ემისიის ევრო 5 სტანდარტი ამოქმედდა;
  • ნარჩენების მართვის მიმართულებით ჩამოყალიბებულია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობა;

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სამინისტრო მიჰყვება საქართველოსა და ევროკავშირს შორის
არსებული ასოცირების შეთანხმებით და სხვა საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები