მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას უფასებს ირაკლი კოვზანაძე ეროვნულ ბანკს და რას ელის მისგან 2022 წელს

61cec267878ef
ინგა მურუსიძე
03.01.22 18:05
823
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2022 წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლევა მაღალი ინფლაცია რჩება, მაგრამ იმედი აქვს, რომ ეროვნული ბანკი სწორ ნაბიჯებს გადადგამს.

ამის შესახებ მან „საქმიან დილის ანალიტიკაში" წლის ბოლო შემაჯამებელ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ დარჩენილი გვაქვს მაღალი ინფლაცია, რომელსაც 2022 წლის განმავლობაში ცეტრალური ბანკი დაარეგულირებს და ის კლებისკენ უნდა წავიდეს. ამ თვალსაზრისით, ეროვნულ ბანკს უნდა დავუფასოთ, რომ პანდემიის განმავლობაში საბანკო სექტორის მდგრადობა შენარჩუნებული იყო, კაპიტალის ბუფერები შენარჩუნებული იყო, რეზერვების მართვა კარგად იყო ორგანიზებული და მე იმედი მაქვს, რომ ინფლაციასთან მიმართებით 2022 წლის განმავლობაშიც სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, - განაცხადა კოვზანაძემ.

საქსტატმა დეკემბრის წლიური ინფლაცია დღეს გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, წლიურად ფასები 13.9%-ით არის გაზრდილი.

2021-მა წელმა მოგვცა შესაძლებლობა, სწრაფად დავძლიოთ პრობლემები, რაც 2020 წელს გაჩნდა - ირაკლი კოვზანაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები