ქართული ნუგბარის ნაირსახეობისა და პასკების მწარმოებელი კომპანია „ჩირჩხელა“ Black FRIDAY-სთვის ემზადება. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა კვაჭანტირაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კომპანია ამ ეტაპზე SWOT ანალიზს ატარებს, რათა გამოვლინდეს წლის განმავლობაში გაშვებული ყველაზე წარმატებული მარკეტინგული კამპანია. რის შემდეგაც, უკვე სააქციო შეთავაზებაზე დაიწყება მუშაობა.
"გამოცდილებამ აჩვენა, რომ დემპინგი კარგად მუშაობს. ჩვენ აქამდე მომხმარებლებს ახალი წლის პერიოდში პარტიზანულ მარკეტინგს ვთავაზობდით ხოლმე, როდესაც პროდუქციას ძალიან დიდ ფასს ვადებდით და რამდენიმე დღეში მნიშვნელოვან ფასდაკლებას ვთავაზობდით.
შესაბამისად, ვფიქრობთ ისევ ამ კუთხით წავიდეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი მომხმარებელი "ჩირჩხელასგან" დიდ ფასდაკლებებს უნდა ელოდოს", - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.