მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას უნდა მიაქციოს მთავრობამ ყურადღება ახალი ტიპის თიზ-ების შექმნისას? - გიორგი ტაბიძის მოსაზრება

63133f336954d
ალა ისპირიანი
03.09.22 19:00
662
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 2 დღის წინ, Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა. მთავრობამ Rothschild & Co-სთან გასულ წელს 4-მილიონი ლარის კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც “საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გადაქცევის რეფორმა” უნდა მომზადდეს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, უკვე მომზადებულია სტრატეგიის პროექტიც, რომლითაც “რეფორმის” წარმართვა განიხილება. ამდროისთვის ცნობილია, რომ რეფორმა გულისხმობს ახალი ტიპის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას. თუკი ამჟამად თიზ-ები წარმოებასა და ლოგისტიკაზეა ორიენტირებული, ახალი ტიპის თიზ-ი ფინანსურ საქმიანობაზე იქნება კონცენტრირებული. “სპეციალური ფინანსური ზონა” - ეს იქნება ამ ახალი თიზ-ის სახელი.

საჯაროდ ამ პროექტთან დაკავშირებით განცხადება მხოლოდ იანვარში გაკეთდა და ითქვა, რომ საქართველო შექმნიდა სპეციალურ ფინანსურ ზონებს გონიოსა და თბილისის ზღვის მახლობლად, სადაც უცხოური კომპანიები თავიანთ წარმომადგენლობებს გახსნიდნენ.

რას შეიძლება გულისხმობდეს სპეციალური ფინანსური ზონის სტატუსი? - ამ კითხვაზე თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ თქვა, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან, როგორც საგადასახადო ისე ადმინისტრირების კუთხით, წამახალისებელი ნაბიჯია, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოში იმ კომპანიების ოპერაციების გადმოტანის შესაძლებლობას მოგვცემს, რომლებიც ჯერჯერობით საქართველოს სხვა ქვეყანას ამჯობინებენ.

„დიდი ალბათობით, იმ კონცეფციის შემუშავება, რომელიც შემდგომ კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინფრასტრუქტურის შექმნაში უნდა გარდაიქმნას, საწყის ეტაპზეა.

ერთ-ერთი მთავარია, რომ მათთვის ოპერირება ძალიან მარტივი, გასაგები და აღსაქმელი იყოს. ნებისმიერი დიდი კომპანია სასამართლოს სისტემით ინტერესდება. დავების შემთხვევაში მათი წარმოება როგორ ხდება ა.შ. ჩემი აზრით, ეს უფრო მთლიანად ქვეყნის მიმართულებით გეზის შეცვლის ან განმტკიცების საკითხია, ვიდრე კონკრეტულ ლოკაციაზე რაღაცის გაკეთება.

ვფიქრობ, ეს სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული წამახალისებელი ნაბიჯებია, როგორც საგადასახადო ისე ადმინისტრირების კუთხით, რომელიც, სავარაუდოდ, შესაძლებლობას მოგვცემს იმ კომპანიების ოპერაციები გადმოვიტანოთ ქვეყანაში, რომლებიც საქართველოს სხვა ქვეყანას ამჯობინებენ", - ამბობს თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები