მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ურჩევს კელი დეგნანი აშშ-ის მომავალ ელჩს საქართველოში?

აშშ-ის ელჩები

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ქვეყანაში მუშაობის ვადა ამოწურა. დეგნანმა საქართველოში გატარებული დროის შემაჯამებელი პრესკონფერენცია დღეს გამართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და, ასევე, მის შემცვლელ რობინ დანიგენს საქართველოს საუკეთესო ინტერესების დაცვისაკენ მოუწოდა.

„საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია, რომ ევროპის გზაზე დარჩეს. ევროკავშირს თავისი მოქალაქეებისთვის კონკრეტული სარგებელი მოაქვს: მშპ-ის ზრდა, მეტი სამუშაო ადგილი, გაუმჯობესებული განათლება, გაზრდილი შესაძლებლობები მოქალაქეებისთვის - ეს ყველაფერი ევროკავშირში შესვლას მოაქვს და ვთვლით, რომ ქართველები ამ ყოველივეს იმსახურებენ.

შემდეგი ელჩისთვის ჩემი რჩევაც ასეთი იქნებოდა: შეინარჩუნეთ ყურადღება იმაზე, რაც საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია. როდესაც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ქვეყნის ინტერესებზე იქნებიან ორიენტირებული - ეს მხოლოდ სარგებლის მომტანი იქნება. აშშ ცდილობს, საქართველოს მდგრად განვითარებას ყველა შესაძლო მექანიზმით დაუჭიროს მხარი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

სენატმა საქართველოში სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მხარი რობინ დენიგენის კანდიდატურას 27 ივლისს დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები