მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ველით ეკონომიკაში დამდეგ კვირეულში?

წინასაახალწლო კვირა გლობალური ეკონომიკისათვის, ტრადიციულად, მშვიდი და არც ისე საინტერესო იქნება. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამერიკული, ევროპული და ბრიტანული ბირჟები 25 დეკემბრიდან ორი დღის განმავლობაში დაისვენებენ. ასევე არ იმუშავებენ სტატისტიკური ბიუროები და სახელმწიფო ორგანოები, ანუ ფაქტობრივად ნახევარი კვირა დასავლეთ ნახევარსფეროში დასვენება იქნება გამოცხადებული. მომავალი კვირის განმავლობაში, ძირითადი სიახლეები აზიის რეგიონიდან გავრცელდება. იაპონიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები მომავალი წლის სტრატეგიაზე ისაუბრებენ და გასულ 2023 წელს შეაჯამებენ. განსაკუთრებით ბევრი შეკითხვა ნულოვანი განაკვეთების მიდგომასთან დაკავშირებით იქნება, ამიტომაც იაპონელ მარეგულირებლებს თავიანთ უცნაურ მიდგომასთან დაკავშირებით საინტერესო არგუმენტების წარმოდგენა მოუწევთ. გარდა ამისა, იაპონია ინდუსტრიული წარმოების, საცალო სექტორის ბრუნვისა და უძრავი ქონების გაყიდვების სტატისტიკას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები