მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას წარმოადგენს TNET გუნდი და ვინ ამუშავებს Super APP-ს?

641774216ee7d
ალა ისპირიანი
20.03.23 00:30
2320
ბაზარზე ახალი აპლიკაცია ჩაეშვება, რომელიც ყველა იმ სერვისსა და პროდუქტს აერთიანებს, რომლის მიღებაც მომხმარებელს ელექტრონული კომერციის მიმართულებით შეუძლია. საუბარია Super App-ზე, რომელიც კომპანია „თინეთის“ პროდუქტია.

BMGTV-ის გადაცემა „Forbes კვირაში“ „TNET“-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩუმაშვილმა იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელიც Super App-ს აქვს. მან ასევე იმ გუნდის შესახებ მოყვა, რომელიც Super App-ის განვითარების და დახვეწისთვის შეირჩა:“იდეალური გუნდი შევარჩიეთ“, - თქვა მან.

“უკვე 10 პლატფორმა გვაქვს და მომხმარებელი რომელიც “თინეთის” ჰყავს ყოველდღიურად ჩვენს ამ პლატფორმაზე გადადის და სხვა და სხვა ნავიგაციის გავლა უწევს, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ კარგი იქნება ადამიანს დრო დავუზოგოთ, ამიტომ ეს ყველაფერი გავაერთიანეთ და ამ აპლიკაციაში შევიტანეთ. ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია. გავაკეთეთ და დამთავრდა - ასეთი მოდგომა არ გვაქვს და არც ასეთ ილუზიებში არ ვცხოვრობთ. მსოფლიოში რამდენიმე Super App-ის მსგავსი აპლიკაციაა და პატარა საქართველოში შესაძლებელია ისეთი აპლიკაცია გავაკეთოთ, რომელიც შეიძლება მთელ მსოფლიოში გავიტანოთ.

Super App-ის განვითარების პროცესში იდეალური გუნდი ვარჩიეთ და ამ ვერსიის გაკეთება ექვსნახევარ თვეში მოვახერხეთ. ახლა Super App -ზე დაახლოებით 30 ადამიანი მუშაობს, მაგრამ ორ თვეში მათი რიცხვი გაორმაგდება“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება Super App -ზე ინტეგრირებულ კომპანიების რაოდენობას, გიორგი ჩუმაშვილმა თქვა, რომ 800-ზე მეტ კომპანიას შეადგენს, ხოლო პროდუქტების რაოდენობა 40 126 -ია, რაც მისი პროგნოზით ორ თვეში გაორმაგდება.

რაც შეეხება გამოწვევებს, იგი ამბობს, რომ მომხმარებლის კმაყოფილება და მომსახურების ხარისხი მათთვის მთავარი საზრუნავია:„მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსში გვინდა ჩვენი მომსახურების დონე და ხარისხი ავწიოთ. მარტო პროდუქტის გაყიდვით არ დავკმაყოფილდეთ, გვინდა მომხმარებელს უფრო მეტი დადებითი ემოცია მივანიჭოთ“.

რაც შეეხება კომპანიის გასული წლის შეჯამებას, გიორგი ჩუმაშვილმა თქვა, რომ 2020-2021 წლებთან შედარებით 2022 წელს ყველა მიმართულებით 5-ჯერ მეტი ზრდა ჰქონდათ.

რაც შეეხება 2023 წლის გეგმებს, ის იმედოვნებს, რომ 55%-ით კიდევ გაიზრდებიან.

შეგახსენებთ, „თინეთი“ ისეთ წამყვან ონლაინპლატფორმებს აერთიანებს, როგორიც mymarket.ge, myauto.ge და TKT.GE-ია.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები