მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ყიდულობენ ყველაზე ხშირად Extra-ზე? - კომპანიის განმარტება

Extra

ქართულ ონლაინმაღაზიებში, როგორც ჩანს, ყველაზე პოპულარული კატეგორია - ელექტრონიკაა, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი პროდუქტები, რომლებიც ონლაინმაღაზიებში თავის დროზე გამოჩნდა, სწორედ სხვადასხვა ტიპისა და კატეგორიის ტექნიკა იყო. ასე არის უდიდესი ქართული ონლაინმაღაზიის, Extra-ს შემთხვევაშიც, რომლის მთავარ მიმართულებად, გასულ წელს, კვლავ ტექნიკა იყო, მაგრამ ამასთან, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, როგორც სხვადასხვა ნიშური მიმართულება, ასევე პროდუქტების გამოძახების სერვისი.

“მთავარი მიმართულება, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი Extra-ს დაფუძნების დღიდან იღებდა - ელექტრონიკაა და ეს, რასაკვირველია, ახლაც ასეა. თუმცა 2023 წელს განვავითარეთ, როგორც სახლისა და ეზოს კატეგორია, ასევე მცირე და საშუალო და ინდუსტრიული ტექნიკის მიმართულება. სათამაშოების ძალიან დიდი არჩევანიც გვაქვს, რომლებიც ჩვენს მომხმარებლებს ძალიან უყვართ”, - განაცხადა მარიშა გოგოლაურმა TECH INFORM-ში.

ერთ-ერთი სიახლე, რომელიც Extra-მ ბოლო დროს დანერგა სწრაფი ვაჭრობის, ე.წ. “Q-Commerce-ის” მოდული - “ექსტრა ექსპრესია”. როგორც მარიშა გოგოლაური ამბობს, ამ სერვისის გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელი პროდუქციას 35-დან 50 წუთამდე შუალედში მიიღებს. მიტანის სისწრაფეს კი პროდუქტების იმ რამდენიმე სპეციალურ სივრცეში განთავსება უზრუნველყოფს, რომლებიც Extra-მ თბილისსა და ბათუმში მოაწყო.

“2023 წელს, EXTRA.GE-ისთვის დიდი ნიშანსვეტი ონლაინმაღაზია MOITANE.GE-ის შესყიდვა იყო, რამაც ჩვენი ბიზნესი რამდენიმე მიმართულებით გააუმჯობესა. მომხმარებლებს პროდუქტების უფრო ფართო არჩევანი შევთავაზეთ, მათთან უფრო მეტი შეხების წერტილი ვიპოვეთ და მივხვდით, რომ კონკრეტული პროდუქტები მათ უფრო სწრაფად სჭირდებოდათ. საპირწონედ ამისა, მომხმარებელს ახალი მომსახურება - “ექსტრა ექსპრესი” შევთავაზეთ.

ეს სერვისი ექსტრა სისწრაფით გამოირჩევა, რადგან ამ სერვისით 35-დან 50 წუთამდე შუალედში მიიღებთ ექვსი კატეგორიის პროდუქტებს, ესენია: მარკეტი, თავის მოვლა, სათამაშოები, მშობელი და ბავშვი, ცხოველთა მოვლა და ელექტრონიკა”, - განაცხადა მარიშა გოგოლაურმა TECH INFORM-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები