მთავრობამ 2020 წლის იანვარში გახსნილი "გარდაბანი 2"-ის თბოსადგურზე საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესები დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.
წესის მიზანი, მათ შორის არის შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა, შესყიდვებისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა.
პრემიერ-მინისტრის მიერ 22 იანვარს ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, პირდაპირი შესყიდვის გზით შემსყიდველის მიერ შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შპს „გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით ან 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორის გადაწყვეტილების საფუძველზე.
შპს „გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ მიერ შესასყიდი საქონლის ჩამონათვალი კი შემდეგია:
- მართვის გამანაწილებელი სისტემის (DCS) სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები
- წყლის გამწმენდი სადგურის (Water Treatment Plant) სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები;
- გამაგრილებელი კოშკურის (Cooling Tower) სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები;
- ღერძული ამწეების სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები;
- თბოელექტროსადგურში არსებული სატუმბი მეურნეობის ტუმბოები, მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები
- გაზის ტურბინებისა და დამხმარე მოწყობილობების (Gas Turbine and auxiliaries) სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები;
- ორთქლის ტურბინისა და დამხმარე მოწყობილობების (Steam Turbine and auxiliaries) სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები;
- გაზის კომპრესორის (Fuel Gas compressor) სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები;
- ორთქლის კონდენსატორის (Steam condenser) სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები;
- თბომცვლელი ორთქლის გენერატორის (HRSG) სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები;
- თბომცვლელი ორთქლის გენერატორის (HRSG) სათადარიგო ნაწილები და სახარჯი მასალები და თბოსადგურის ფუნქციონირებისთვის სხვა 15 საჭირო დანადგარები და მომსახურება.
ინფორმაციისთვის, გაზის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური „გარდაბანი 2“ ,,გარდაბანი 1" -თან ერთად საქართველოში ყველაზე დიდი თბოსადგურია. „გარდაბნის თბოსადგური 2“-ის 100%-ს კი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ფლობს.
აქვე აღსანიშნავია, რომ გარდაბანი 3-ის თბოსადგურის ინვესტორის შერჩევის კონკურსი მეოთხედ გახანგრძლივდა. ამჯერად 2024 წლის 29 თებერვლამდე