მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რასაც ამერიკისა და ევროპის ცენტრალური ბანკები აკეთებენ, არის ყველას გაძარცვა – ოლეგ ოსინოვსკი

61a376b923510
BM.GE
28.11.21 16:30
2659
რასაც ამერიკისა და ევროპის ცენტრალური ბანკები აკეთებენ, არის ყველას გაძარცვა – ასე ეხმაურება ესტონელი ინვესტორი ოლეგ ოსინოვსკი პანდემიის პერიოდში აშშ–ისა და ევროპის ცენტრალური ბანკების მიერ გატარებულ პოლიტიკას. მსოფლიოში არსებული ეკონომიკური პროცესების შესახებ ოსინოვსკიმ Forbes Talks ისაუბრა.

მისი თქმით, ბაზარზე ფულადი რესურსების მიწოდებამ გაზარდა ინფლაცია, ვალები და გამოიწვია ადამიანების გაღარიბება.

“მათ ჩვენ ყველა გაგვაღარიბეს და ყოველდღე ვღარიბდებით. აი, ახლა მე და შენ ვსხედვართ, შენ ჯიბეში გაქვთ მაგალითად 100 ლარი, ხვალ ეს ფული იქნება 99.99, ზეგ 99.98 ლარი...

დღეს ფული აქტივი აღარაა. თუ გაქვს რაღაც კონკრეტული თანხა, დღევანდელობაში მას კარგავ. ბაფეტის სიტყვები რომ მოვიშველიო, ინფლაცია, ეს კორპორაციული სოლიტერი, ყველაფერს ჭამს. თუ დღეს იმაზე მეტს არ გამოიმუშავებ არსებული ფულით, ვიდრე ინფლაციაა, და ჩვეულებრივ ასე არ ხდება...ანუ ადამიანი, რომელიც თანხას საპენსიოდ აგროვებს ან დეპოზიტზე ინახავს ფულს, ან უბრალოდ თუ ფულს აგროვებს რამის საყიდლად, ხვდება, რომ თუ ახლავე არ იყიდის, მას უბრალოდ ვეღარ იყიდის, ანუ ფული აღარ არის აქტივი. ეს სრულიად ახალი რეალობაა”,– ამბობს ოსინოვსკი.

კითხვაზე, რა პოლიტიკა უნდა ეწარმოებინათ ცენტრალურ ბანკებს, რით შეიძლებოდა წინააღმდეგობა გაეწიათ ამ ყველაფრისთვის გარდა იმისა, რომ ბაზრისთვის ფულადი რესურსები მიეწოდებინათ, ოსინოვსკი ამბობს, რომ მათ “გაკოტრების” საშუალება უნდა მიეცათ.

“არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ამ ფულის მიწოდება. აი, ძალიან კარგი მაგალითი: ესტონეთმა სახელმწიფო ვალი 2-ჯერ გაზარდა. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალი იყო პატარა, მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 12%, ახლა კი 24% გახდა, მაგრამ ვალი გაორმაგდა. ამ ფულს ეკონომიკისათვის არანაირი სარგებელი არ მოუტანია, მათი უდიდესი ნაწილი დეპოზიტებზე აღმოჩნდა. ამ დროისთვის კერძო პირების დეპოზიტები ჯამში 10 მილიარდით გაიზარდა. და რას ვხედავთ ამასობაში? ბინების ღირებულება 30%-ით გაიზარდა. დღეს ესტონეთში ახალ მანქანას ვერ იყიდი, უბრალოდ არ არის, ავტოსალონები ცარიელია. ანუ გამოდის, რომ ეს ფული მიიღო ხალხმა და მას ვერსად ხარჯავდნენ. პანდემია იყო, ვერსად წახვიდოდი, ვერსად დახარჯავდი, შესაბამისად, ეს ფული უბრალოდ მოსახლეობაში დაგროვდა და მთელი ეს თანხა სამომხმარებლო ბაზარზე გამოვიდა, რამაც ფასები ყველაფერზე გაზარდა და ძალიან მაღალი ინფლაცია მივიღეთ. შედეგი არის ის, რომ ის თანხა, რომელსაც ხელფასით აგროვებდი და რომლითაც 3-ოთახიანი ბინის შეძენა იყო შესაძლებელი, დღეს მხოლოდ 2-ოთახიანი ბინის შესაძენად არის საკმარისი. და ვინ არის ამაში დამნაშავე? დამნაშავეა გადაწყვეტილების მიმღები და ჩვენს შემთხვევაში - ევროპის ცენტრალური ბანკი, რომელმაც ბაზარზე არაუზრუნველყოფილი თანხები გამოიტანა და ადამიანები ამით უფრო გააღარიბა.

ამ ვალების 50% ევროპის ცენტრალური ბანკის წილია, ეს ნიშნავს, რომ სხვამ ის არ იყიდა. ცენტრალური ბანკი ყიდულობს ვალებს, რომელთაც სხვა არ იყიდის - არც მე და არც შენ. ეს არის საბერძნეთის, იტალიის ვალები... ეს ძალიან დაბალპროცენტიანი და მაღალრისკიანი ვალები არავინ იყიდა. ეს ნიშნავს, რომ არავის სჯერა, რომ ისინი ამ ვალებს დააბრუნებენ. სრული კატასტროფაა, რომ ვალების 50% ევროპის ცენტრალურ ბანკზე მოდის, ის მას ვერ გაყიდის. ფული მიიღეს იტალიელებმა და ბერძნებმა და დახარჯეს. ფული აღარ არის, მაგრამ დარჩა ვალები. ის, რასაც ამერიკისა და ევროპის ცენტრალური ბანკები აკეთებენ, მე ვთვლი, რომ არის ყველას გაძარცვა”,– აცხადებს ოსინოვსკი და აქცენტს აშშ–ში დაფქისირებულ 6%–იან ინფლაციაზე აკეთებს, როცა სამიზნე მაჩვენებელი 2% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები