მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რასაც ახლა ვაკვირდებით, არის ავტოკრატიული სისტემისთვის დამახასიათებელი შიდა ოპონენტების ჩამოცილების პროცესი - ცქიტიშვილი

 დიმიტრი ცქიტიშვილი

"არავითარ კორუფციასთან ბრძოლის პროცესთან არ გვაქვს საქმე", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი Facebook-ზე წერს.

"რასაც ახლა ვაკვირდებით, არის ავტოკრატიული სისტემისთვის დამახასიათებელი მმართველობის სისტემის ტრანსფორმაცია და ამისთვის არის შიდა ოპონენტების ჩამოცილების პროცესი და კორუფციის კონსოლიდაცია ერთ ხელში!

კორუფციასთან რეალურ ბრძოლას სულ მცირე სჭირდება:

  • დამოუკიდებელი სასამართლო;
  • დამოუკიდებელი პროკურატურა;
  • დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური და ბიურო;
  • სწრაფი რეაგირება საეჭვო გარემოებებზე, მათ შორის ჟურნალისტურ გამოძიებებზე;
  • კორუფციასთან ბრძოლა მოქმედ მაღალჩინოსნებშიც და არა მხოლოდ წასულებთან შერჩევით.
  • პროცესების სრული გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი კონტროლის უზრუნველყოფა;
  • ამის გარეშე ყველაფერი ფარსია!" - წერს ცქიტიშვილი.

დღეს, 23 დეკემბერს, პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავა. მას ბრალად ედება ქრთამის აღება პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მანამდე პროკურატურამ ბრალი წაუყენა ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს, თუმცა მას აღკვეთის სახით გირაო აქვს შეფარდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები