მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში დაეხმარება ეროვნულ ბანკს უცხოელი კონსულტანტების მომსახურება? - ნათია თურნავას პასუხი

ეროვნული ბანკი
BM. GE
08.11.23 12:17
108
სტატიაში საუბარია:

ფინანსური ბაზრების განვითარების, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების განხორციელების მხარდაჭერის მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უცხოელი კონსულტანტები დაიქირავა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად სებ-ი აქვეყნებს. უცხოელი ექსპერტები - დუგლას ლაქსტონი, დევიდ ვავრა და მარსიალ ნიკოლა სმეტი ეროვნული ბანკს კონსულტაციებს გაუწევენ ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა მაკროეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა, ფინანსური ბაზრების განვითარება, ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულება და სხვა.

დღეს BMG ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან დაინტერესდა, თუ რა მოვალეობას შეასრულებენ ახალი კონსულტანტები. ნათია თურნავამ არ დააკონკრეტა, თუ რა დაუჯდება ეროვნული ბანკის ბიუჯეტს კონსულტანტების მომსახურება, თუმცა მათ ფუნქცია-მოვალეობებზე ისაუბრა.

„ეროვნული ბანკის შიგნით ჩვენი პროფესიული ზრდა საინტერესო ახალი პროექტების განხორციელება, ახალი სტანდარტების შემუშავება, რეფორმების მხარდაჭერა - ეს არის ძალიან დადებითი კონტრიბუცია ჩვენს საფინანსო სექტორში. ეროვნული ბანკი, რომელიც აწესებს სტანდარტებს მოწინავე ინდუსტრიაში, თავადაც მოწინავე უნდა იყოს ცოდნის, გამოცდილების და რეფორმატორული გეგმების თვალსაზრისით - სწორედ ამ ნაწილში დაგვეხმარებიან ჩვენი კონსულტანტები.

გამოცდილი ადამიანები საერთაშორისო რანგის, საერთაშორისო გამოცდილების მქონეები, ვისაც აქამდეც აქვთ გამოცდილება ეროვნულ ბანკთან მუშაობის სხვადასხვა პროექტში. საერთაშორისო ინსტიტუტები, EBRD-იც გვეხმარება ამ კონსულტანტებთან ურთიერთობაში. მათი საქმიანობის მთავარი მიმართულება იქნება საფინანსო ბაზრების შემდგომი რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, მონეტარული პოლიტიკის მეტად დახვეწა, საერთაშორისო სანქციების მეტად დახვეწა და ა.შ.“, - თქვა თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები