მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში იხარჯება დონორების თანხა - რა იცის მთავრობამ?

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მედიის, არასამთავრობო სექტორის და ყველა იმ პირის თუ ორგანიზაციის, ვინც უცხოური ორგანიზაციების გრანტიორია, ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობას ისედაც ითვალისწინებს. კონკრეტულად, ამ საკითხს არეგულირებს "საგადასახადო კოდექსი", "გრანტების შესახებ" კანონი, "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კანონი და გამომდინარე სამართლებრივი აქტები, სადაც გაწერილია, თუ რა ვალდებულება აკისრიათ გრანტიორებს.

მაშინ, როცა ოცამდე კანონი, ან კანონქვემდებარე აქტია, რომელიც არასამთავრობო სექტორს და მათ ფინანსებს არეგულირებს, რატომ გახდა საჭირო მათთვის უცხოური გავლენის გამტარის დარქმევა და რატომ არ შევიდა ცვლილება ერთ-ერთში მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად? - ამ კითხვით მიმართა გუშინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ქურდოვანიძემ მამუკა მდინარაძეს.

რა არის არგუმენტი და მთავრობის რელაური ინტერესი?

სტუმარი: ნინო ქურდოვანიძე - საია-ს თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები