მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რაში ვიყავი გულგრილი? სახელმწიფოს რა ზიანი გამოიწვია?" - ბაჩიაშვილი "მტკვარი ჰესის" საქმეზე

გიორგი ბაჩიაშვილი
04.11.25 13:33
566

ჩემთვის გაუგებარია, ერთი რა დავაშავე, - ამის შესახებ "მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალდებულმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, მსჯავრდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

IPN-ის ინფორმაციით, პროცესზე, სადაც ამ წუთებში საქმის არსებითად გადაცემაზე მსჯელობენ, ბაჩიაშვილმა მოსამართლესა და პროკურორს კითხვით მიმართა.

"რაში ვიყავი გულგრილი, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია? მეორე მუხლი - სახელმწიფოს რა ზიანი გამოიწვია - კერძო პროექტი იყო. ბატონო მოსამართლე, პროკურორო, განმიმარტეთ, რატომ ვზივარ ამ დარბაზში, რატომ ვიმყოფები აქ?",- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები