მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთის ლიგა ენდესაში გააგრძელებს

რატი ანდრონიკაშვილი სარაგოსაში

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ახლად აღზევებულ “ლეიმა ბასკეტ კორუნაში” გააგრძელებს, სადაც კიდევ ერთი ქართველი ბექა ბურჯანაძეც თამაშობს.

ესპანური გამოცემების ცნობით, ანდრონიკაშვილმა კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა 1+1 სისტემით და დიდი ალბათობით სათამაშო დროსაც მიიღებს.

ცნობისთვის, რატი გასულ სეზონში “სარაგოსას” რიგებს იცავდა, თუმცა კლუბი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო დატოვა. ამ ყველაფერს სადებიუტო მატჩშივე მიღებული ტრავმაც დაერთო, რის გამოც მხოლოდ 8 თამაშის ჩატარება მოასწრო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ანდრონიკაშვილთან ერთად ლატვიაში პარიზის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, რომელსაც რიგა 2-7 ივლისს უმასპინძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები