მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანურ “ობრადოიროსში” გააგრძელებს

ანდრონიკაშვილი ობრადოიროსში

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთის მეორე დივიზიონ Primera FEB-ში გააგრძელებს.

ესპანური კლუბის გენერალური დირექტორის ექტორ გალანის განცხადებით, რატი მათი გუნდის უკანა ხაზს გააძლიერებს და საჭიროების შემთხვევაში ორი ნომრის პოზიციაზეც ითამაშებს: “ანდრონიკაშვილი ჯერ კიდევ მზარდი მოთამაშეა, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატში თამაშის გამოცდილებაც გააჩნია, როცა “მურსიასა” და “სარაგოსას” ღირსებას იცავდა. ახალგაზრდული ასაკისა და გამთამაშებლისთვის იდეალური ფიზიკური მონაცემების წყალობით ის გუნდში საოცარ ენერგიას შემოიტანს. ის მთელს მოედანზე დაცვაში ძალიან ძლიერია და შეტევაში გადასვლაც კარგად შეუძლია და ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რატი ძალიან გაგვაძლიერებს. ანდრონიკაშვილს ვუსურვებ, რომ ადაპტაციის პერიოდი მალე გაიაროს და კლუბს სარგებელი მოუტანოს”, - განაცხადა “ობრადოიროსის” გენერალურმა დირექტორმა ექტორ გალანმა.

შეგახსენებთ, რომ რატი ანდრონიკაშვილი უკანასკნელ წლებში ბერძნული “იონიკოსის”, “რუსთავის”, ესპანური “მურსიას” და “სარაგოსას”, “თსუს” და ბოლოს ლატვიური “ვეფ”-ის ღირსებას იცავდა.

ცნობისთვის, “ობრადოირო” გასულ სეზონში უმაღლეს ლიგა ენდესაში ასპარეზობდა, თუმცა რადგანაც სეზონი მე-17 ადგილზე დაასრულა კლუბი გავარდნას ვერ გადაურჩა. ამჟამად გუნდი მე-6 ადგილზე იმყოფება და ცხრილის ლიდერ “სან პაბლო ბურგოსს” 2 მოგებით ჩამორჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები