მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აფრთხილებს S&P-მ Nvidia-ს საკრედიტო რეიტინგის შემცირებაზე?

ჩინეთი

სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა Nvidia-ს AA საკრედიტო რეიტინგი ნეგატიური პერსპექტივით დაკვირვების სიაში შეიყვანა და ის ერთი საფეხურით, AA- ნიშნულამდე შესაძლო შემცირების შესახებ გააფრთხილა.

სააგენტოს განცხადებით, მომდევნო 90 დღის განმავლობაში რეიტინგი იმ შემთხვევაში შემცირდება, თუ კომპანია მართვისა და კორპორაციული მმართველობის სისტემაში არსებულ ხარვეზებს ვერ აღმოფხვრის. უწყებაში განმარტეს, რომ შეფასების უფრო მეტად გაუარესება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მიმდინარე მოკვლევები კომპანიის რეპუტაციის ან სამომავლო პერსპექტივების დაზიანებას გამოავლენს.

როგორც ირკვევა, აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ორ კვირაზე ნაკლებ დროში უკან დაბრუნების ფონზე, S&P აღმასრულებელი რგოლის სუსტი ზედამხედველობითა და მემკვიდრეობის გეგმის არარსებობით უკმაყოფილოა.

სააგენტოს ანალიტიკოსებმა, ენდრიუ ჩანგმა და დეივიდ ცუიმ განაცხადეს, რომ ჰუანგის დაბრუნება ხელმძღვანელობის კონტროლთან დაკავშირებულ კითხვებს ვერ ხსნის და „საკვანძო ფიგურის“ რისკს წინა პლანზე სწევს.

ამას გარდა, S&P-მ ჩინეთის ბაზართან დაკავშირებული გეოპოლიტიკური რისკების მართვა, შიდა კონტროლის მექანიზმები და საბჭოს წევრების ხანგრძლივი უფლებამოსილების ვადა მიუღებლად მიიჩნია.

მაგალითისთვის, ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჰარვი ჯოუნსი და ადრეული ინვესტორი ტენჩ კოქსი პოზიციებს 1993 წლიდან იკავებენ, ხოლო ბრუკ სიუელი საბჭოში 1997 წლიდან უცვლელად იმყოფება.

S&P-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საბჭოს მხრიდან ხარვეზების გამოსასწორებლად გადადგმული ნაბიჯები მათთვის არადამაკმაყოფილებელია და კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავენ.

ინფორმაციისთვის, საკრედიტო რეიტინგის დაქვეითებამ შესაძლოა ობლიგაციების ფასები შეამციროს და კომპანიისთვის დაფინანსების მოზიდვის ხარჯები გაზარდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები