მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აფრთხილებს ტრამპის ადმინისტრაცია ევროკავშირს?

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ევროკავშირი გააფრთხილა, რომ ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ “დისკრიმინაციული დამოკიდებულება” თუ არ შეწყდება, სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელ შტატებში წარმოდგენილ ევროპულ კომპანიებს შეზღუდვებს დაუწესებს ან ჯარიმებს გამოუწერს.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის წარმომადგენელი განმარტავს, ევროკავშირის მიერ, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ წამოწყებული სამართლებრივი დავები, ასევე ის ჯარიმები, რომლებსაც ევროპული გაერთიანება ტექ-გიგანტებს უწესებს, მიზანმიმართულად აზიანებს კომპანიებს. ეს კი იმის ფონზე, როცა ევროპული კომპანიები შტატებში საქმიანობას უპრობლემოდ აგრძელებენ. როგორც სავაჭრო დეპარტამენტში განმარტავენ, თუ ევროკავშირი უკან არ დაიხევს და ამერიკულ კომპანიებზე ზეწოლას არ შეწყვეტს, საპასუხო ნაბიჯებს ადმინისტრაციაც გადადგამს.

ამერიკის ხელისუფლების მიერ გაჟღერებულ გაფრთხილებას წინ ევროკავშირში მიღებული საჯარიმო გადაწყვეტილებები, ასევე ცოტა ხნის წინ დამტკიცებული ციფრული სერვისების აქტის გააქტიურება უძღოდა. ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმა X-ი, იგივე Twitter-ი ევროპულმა გაერთიანებამ $140 მილიონით სწორედ ამ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში დააჯარიმა. $585 მილიონით წლის დასაწყისში დაჯარიმდნენ Apple-ი და Meta-ც. კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევის გამო კი Google-ს სექტემბრის თვეში $3.45 მილიარდის ჯარიმა გამოუწერეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები