მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აპირებს AstraZeneca ამერიკაში $50 მილიარდის ინვესტირებას?

astrazeneca

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია 2030 წლამდე შეერთებულ შტატებში $50 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. მიზანი წარმოების ზრდა და კვლევითი საქმიანობის განვითარებაა. მთავარი ქარხანა ვირჯინიის შტატში გაიხსნება და ის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელ და წონის დასაკლებ წამლებს გამოუშვებს. კომპანია საწარმოების გახსნას მერილედნში, კალიფორნიაში, ინდიანასა და ტექსასშიც გეგმავს.

AstraZeneca-ში მოელიან, რომ მსხვილი საინვესტიციო გადაწყვეტილება კომპანიის შემოსავლებს მნიშვნელოვნად გაზრდის და 2030 წლისთვის წლიურად $80 მილიარდს მიაღწევს. აქვე უნდა ითქვას, რომ მოგების გაზრდა არ არის AstraZeneca-ს მიერ $50 მილიარდის შტატებში ინვესტირების ერთადერთი მიზეზი. ბრიტანულ-შვედურ კომპანიაში შიშობენ, რომ თუ ფარმაცევტულ პროდუქტებზე დაანონსებული 200%-იანი ტარიფები ძალაში შევა, ეს გაყიდვებზე ძალიან უარყოფითად იმოქმედებს. შესაბამისად, წარმოების შტატებში დაწყებით AstraZeneca ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზრის დაკარგვას გადაურჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები