მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ არ აღელვებს ტრამპს ამერიკული დოლარის მკვეთრი გაუფასურება?

ტრამპი

ამერიკული დოლარი მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს. დოლარის ინდექსი (DXY), რომელიც ამერიკული ვალუტის სიძლიერეს ძირითადი ვალუტების კალათასთან მიმართებით ზომავს, დღეს 95.8-მდე დაეცა, რაც 4-წლიანი მინიმუმია. ერთწლიან პერიოდში დოლარი 12%-ით არის გაუფასურებული, რაც ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი გაუფასურებაა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ვალუტის ამჟამინდელი მდგომარეობა შესანიშნავია. აიოვაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვაზე, აშფოთებდა თუ არა მას დოლარის კურსის მკვეთრი ვარდნა, ტრამპმა უპასუხა: „არა! ვფიქრობ, ეს შესანიშნავია. შეხედეთ ჩვენს ბიზნესს, მათთვის დოლარი არაჩვეულებრივად გამოიყურება“.

ანალიტიკოსები ვარდნას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ, მათ შორის: ფედერალური რეზერვის პოლიტიკას, მზარდ საბიუჯეტო დეფიციტს, გეოპოლიტიკურ რისკებს და ტარიფებთან დაკავშირებულ გაურკვევლობას.

ინვესტორთა ნაწილი შიშობს, რომ დოლარის ასეთი ვარდნა ამერიკული აქტივების გაყიდვის ტალღას დააჩქარებს, რაც ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობისადმი ნდობის შერყევითაა გამოწვეული.

თუმცა ამის საპირისპიროდ, სუსტი დოლარი ხელსაყრელია ამერიკელი ექსპორტიორებისთვის, რადგან მათი პროდუქცია გლობალურ ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანი ხდება, სწორედ ამ არგუმენტს იყენებს ადმინისტრაცია კურსის ვარდნის პოზიტიურად შესაფასებლად. ტრამპის თქმით, გაუფასურებული დოლარის წყალობით ამერიკული კომპანიები რეკორდული შემოსავლების მიღებას შეძლებენ, რაც მათ შეფასებაზე დადებითად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები