მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ აქვს კომპანია "ნატახტარს" კადრების გადინების პრობლემა?

6430649f0672f
ალა ისპირიანი
08.04.23 00:00
12751
„ამის მიზეზია, ღირსეული სამუშაო ანაზღაურება და უსაფრთხო გარემო,“ - ასე უპასუხა „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილის“ წამყვანის შეკითხვას - "რატომ არ აქვს კომპანია "ნატახტარს" კადრების გადინების პრობლემა?"

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის განმარტებით, კომპანიაში მისულმა კადრმა იცის, მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში, როგორ განვითარდება კარიერულად.

„ამის მიზეზია, პირადი ცხოვრებისა და სამსახურის კარგი ბალანსი; როგორც სამსახურში მოსვლა უნდა გიხაროდეს, ასევე - სახლში დაბრუნება, შესაბამისი ანაზღაურებით, ჯანმრთელობის დაზღვევით და ა.შ. თუმცა ჩვენი ინდუსტრია იმდენად სპეციფიკურია, რომ კადრებს შიგნით ვამზადებთ. ეს არ არის ინდუსტრია, რომ ვინც მოგვესურვება, საიდანღაც მოვიყვანოთ. ადამიანი რომელიც მოდის, მინიმუმ 5 წლის განმავლობაში, ზუსტად იცის თავისი კარიერა როგორ განვითარდება, რას მიაღწევს, რა ტრენინგს გაივლის, თავისი უნარებიდან გამომდინარე და ჩვენ შესაბამისად, მასში ინვესტირებას ვაკეთებთ. კადრს ვერ მოამზადებ თუ სტრატეგია გაწერილი არა გაქვს.

450 თანამშრომელი გვყავს დასაქმებული და დამატებით კიდევ, დაახლოებით,  450 ადამიანია, ვინც ჩვენთან არაპირდაპირ თანამშრომლობს, სადისტრიბუციო კომპანიების დილერების და სეზონისთვის მოყვანილი თანამშრომლების გარდა. 450 ძირითად თანამშრომელში, დაახლოებით, 25 არის HR-ის და ადმინისტრაციის მიმართულებით. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ადამიანურ რესურსს, ადამიანურ კაპიტალს - ვიცით, რომ ამ ადამიანების გარეშე ბიზნესი ვერ იმუშავებს. ეს ჩვენთვის ისეთივე აქტივია, როგორც რამდენიმე ათეული მილიონ დოლარად შეფასებული საწარმოო ხაზები, რომლებიც გვაქვს, შესაბამისად, ვუფრთხილდებით.

როგორც ერთი ჩემი მეგობარი ამბობს - „ქართველებმა თავი უნდა დავანებოთ ექსპლუატაციურ მიდგომას ჩვენი თანამშრომლებისადმი“, - განაცხადა მან.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები