სეზონი ბაკურიანში 28 დეკემბერს გაიხსნა და განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა იანვრის თვეში იყო, რასაც მანქანებით გადატვირული ბაკურიანის ქუჩებიც ადასტურებდა. ზამთრის კურორტებისთვის სხვადასხვა დაზიანებები ექსტრემალური სპორტის გათვალისწინებით უცხო ნამდვილად არ არის. თუმცა სოციალურ ქსელში ბაკურიანი დამსვენებლები გამოჩნდენენ, რომლებიც ირწმუნებიან, რომ კურორტზე არსებულ საავადმყოფოს ტრავმატოლოგი არ ჰყავს, რომლის გარეშეც ექსტრემალური სპორტი წარმოუდგენელია.