მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ არ გავრცელდა „მწვანე პასპორტის“ რეგულაცია საბაზისო სერვისებზე? - გაბუნიას განმარტება

618a358d429c5
ვიქტორია მღებრიშვილი
09.11.21 12:54
951
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ სასურსათო მაღაზიებზე „მწვანე პასპორტის“ რეგულაცია ადამიანების უფლებების დაცვის პრინციპის გამო არ გავრცელდა.

ამის შესახებ მან იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მწვანე პასპორტის" ის სეგმენტები, რომლებიც შევიდა რეგულაციაში, მიმართულია ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფზე, ეს არის გასართობი ინდუსტრია, სამასპინძლო ბიზნესი, სავარჯიშო დარბაზები, რაც ახალგაზრდებისთვის უფრო საინტერესო უნდა იყოს. რაც შეეხება იმას, რატომ არ მოხდა ამის ყოველდღიური საჭიროების მიმართულებებზე გავრცელება, ეს ისევ და ისევ არადისკრიმინაციული და ადამიანების უფლებების დაცვის პრინციპთან არის დაკავშირებული.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურ საჭიროებებში კვლავაც არ შეიქმნას პრობლემები. ეს არის სასურსათო მაღაზიები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კვლავაც გვქონდეს გონივრული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები