მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ არ გავრცელდა „მწვანე პასპორტის“ რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე? - გაბუნიას პასუხი

61892bc13d105
ინგა მურუსიძე
08.11.21 18:12
2324
1-ელი დეკემბრიდან, რიგ ობიექტებში "მწვანე პასპორტების" რეგულაცია ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო, თუმცა ახალი მექანიზმი, რომელმაც აუცრელი მოქალაქეებისთვის გარკვეული დისკომფორტის გზით, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი უნდა დააჩქაროს, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არ გავრცელდება. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ bm.ge-სთან საუბარში აღნიშნულის მიზეზი განმარტა.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ბაზისური საჭიროება, რომელზეც ადამიანს წვდომა უნდა ჰქონდეს. აქაც უფლებრივი კუთხით, თემა პრობლემურია და გამოწვევაა, რომ ასე ხისტად მივუდგეთ ამ საკითხს.

შესაძლებელი რომ იყოს, ადამიანებს ყოველდღიური ტესტირება შესთავაზოს სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში
შეზღუდვის დაწესება შეიძლებოდა და რადგან სახელმწიფო ამ სერვისს ვერ სთავაზობს, "მწვანე პასპორტების" მექანიზმის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გავრცელება, გამოიწვევდა ადამიანებისთვის სამსახურში წასვლის შეზღუდვას.

ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება და ამას ხისტად ვერ გავაკეთებდით. ადამიანებს არჩევანი უნდა ჰქონდეთ და თან თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები