მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ გავრცელდა კვოტები და სხვა ტიპის რეგულაციები კერძო უნივერსიტეტებზე? - კობახიძის პასუხი

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო ამოცანები არსებითად უნდა შეასრულოს სახელმწიფო სექტორმა, ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა და კერძო სექტორი უნდა იყოს დაკავებული კომერციული საქმიანობით.

ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას დეპუტატ ტატა ხვედელიძის პასუხად განაცხადა. დეპუტატს აინტერესებდა, თუ უნივერსიტეტებში ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა კვოტირება იყო შრომის ბაზრის მოთხოვნაა, რატომ შეეხო ეს მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს და არა კერძო უნივერსიტეტებს, რაზეც კობახიძემ უპასუხა:

"ჩვენი მიდგომა ეს არის: უფრო მეტად ვაქცევთ ჩარჩოში სახელმწიფო უნივერსიტეტებს, მათ შორის კვოტების განაწილების კუთხით და ასე შემდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ ვმოქმედებთ მარტივი მიდგომით. ჩვენი მიდგომა იყო ასახული რეფორმის კონცეფციაში: სახელმწიფო ამოცანები არსებითად უნდა შეასრულოს სახელმწიფო სექტორმა, ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა და არსებითად კერძო სექტორი უნდა იყოს დაკავებული კომერციული საქმიანობით. ამ მიდგომის გათვალისწინებით, ვაძლევთ მეტ თავისუფლებას კერძო უნივერსიტეტებს და გვაქვს მეტი რეგულაციები, ბუნებრივია, სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის, რაც არის აბსოლუტურად რაციონალური და გონივრული მიდგომა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობილია უნივერსიტეტების კვოტები ანუ ვინ რამდენ სტუდენტს მიიღებს ბაკალავრიატზე|დადგენილება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები