მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ არ იწყებს საპენსიო ფონდი „სხვა აქტივებში“ ინვესტირებას? - განმარტება

ლარის კურსი

ბაზარზე არ ჩანს ჯერ არც ერთი ფონდი, ან პროექტი რომელიც ინვესტირებისთვის დაწესებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს - ასე პასუხობს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი ანი ნაჭყებია კითხვას - რატომ არ იწყებს საპენსიო ფონდი „სხვა აქტივებში“ ინვესტირებას?

„ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც შევიდა კანონში, არის, რომ მსგავს აქტივებში ინვესტირების საშუალება, თუმცა კანონშივე წერია, რა პარამეტრები უნდა დავიცვათ ამ ტიპის ინვესტიციების დროს. მაგალითად, თუ გადავწყვეტთ ინვესტირებას გარკვეულ პროექტში, აუცილებელია, რომ ინვესტორებს შორის იყოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, თუ იქნება ინვესტირება სხვადასხვა სექტორებში, აუცილებელია ფონდი იყოს რეგისტრირებული. ჩვენ ვერ გავასწრებთ იმ დინამიკას, რასაც ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი აჩვენებს. ამ ეტაპზე ჩვენთვის საინტერესო არც ფონდი არ არის , სამწუხაროდ, ჯერ დარეგისტრირებული, რომელშიც შეიძლება ინვესტიციები მივმართოთ და პროექტების მიმართაც ჯერჯერობით მოკვლევის ეტაპზე ვართ. საინვესტიციო აქტივების განთავსებას საკმაოდ დიდი სიფრთხილით ვუდგებით, ანალიზის საფუძველზე, თუმცა აქტივობა, თვითონ ბაზრისგან დიდი არ არის. ჩვენ შეგვიძლია „სხვა აქტივების“ კრიტერიუმის შესაბამისი პროექტის თუ ფონდის მაქსიმუმ 20%-იან დაფინანსებაში შევიდეთ და აქ თავად სექტორის დაინტერესებაა აუცილებელი“, - განმარტავს ანა ნაჭყებია.

საქმე ისაა, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებებით თანახმად, გაიზარდა ლიმიტი, რომლითაც საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს და ეს შესაძლებლობა კონსერვატიული ანუ დაბალ რისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაშიც გაჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები