მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ არ ნებდება ირანის მთავრობა? – საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი

არაღჩი

რატომ არ ნებდება ირანის მთავრობა? – ამ საკითხზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი CBS-თან ინტერვიუში მკაფიოდ განმარტავს თეირანის პოზიციას მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ომის გაგრძელებას კიდევ რამდენიმე კვირით პროგნოზირებს, ირანი დანებებას ან ცეცხლის შეწყვეტის, როგორც ჩანს, არ აპირებს.

არაღჩი ამტკიცებს, რომ ეს კონფლიქტი ირანის მხრიდან არ დაწყებულა. მისი თქმით, ეს არის „პრეზიდენტ ტრამპის მიერ არჩეული ომი“, რომელსაც მინისტრი უკანონოს უწოდებს. არაღჩი იმასაც აღნიშნავს, რომ აშშ-ის მხრიდან სამხედრო მოქმედებები ხშირად არა სტრატეგიული აუცილებლობით, არამედ „გართობის“ მიზნით ხორციელდება, რაც, მისი აზრით, ომის დანაშაულის ტოლფასია.

კითხვაზე, თუ რატომ არ ცდილობს ირანი დიპლომატიური გზებით ომის დასრულებას, მინისტრი წარსულ გამოცდილებაზე მიუთითებს. მისი თქმით, ირანი ადრეც აწარმოებდა მოლაპარაკებებს აშშ-სთან, კერძოდ, ჯარედ კუშნერთან, თუმცა ამერიკულმა მხარემ თავდასხმა სწორედ დიალოგის პროცესში გადაწყვიტა.

ამასთან, ირანის მთავრობა უარყოფს მოსაზრებას, რომ ეს ომი მათი გადარჩენისთვის ბრძოლაა. მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ქვეყანა სტაბილური და საკმარისად ძლიერია თავდაცვითი მიმართულებით, რასაც რთულია სიმართლე ვუწოდოთ, თუმცა მინისტრი ასე ფიქრობს:

„არა, ეს არ არის გადარჩენისთვის ბრძოლა. ჩვენ სტაბილურები და საკმარისად ძლიერები ვართ. ჩვენ მხოლოდ ვიცავთ ხალხს ამ აგრესიისგან. ვერ ვხედავთ ვერანაირ მიზეზს, რატომ უნდა ველაპარაკოთ ამერიკელებს, რადგან ჩვენ მაშინაც ვესაუბრებოდით, როცა ჩვენზე თავდასხმა გადაწყვიტეს და ეს ასე უკვე მეორედ მოხდა. ამერიკელებთან საუბრის კარგი გამოცდილება არ გვაქვს. ჩვენ ვსაუბრობდით და მაინც დაგვესხნენ თავს. მაშ, რა აზრი აქვს კვლავ დიალოგის დაწყებას?“ – აცხადებს აბას არაღჩი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები