მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ სახელდება, რა მიმართულებით აღდგება ავიამომისვლა? - თურნავას განმარტება

5f882b2f18c70
ვიქტორია მღებრიშვილი
15.10.20 15:00
1289
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა არ ასახელებს იმ ავია-მიმართულებებს, რომელიც ოქტომბრის ბოლოდან განახლდება. მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილების პროექტი მზადაა და უახლოეს დღეებში განხილვის შემდეგ გასაჯაროვდება.

„ფრენებთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც მოდის სინერგიაში ადაპტაციის პოლიტიკასთან და გულისხმობს ოქტომბრის ბოლომდე არსებული რეგულარული ფრენების სიხშირის გაზრდას ევროპის მიმართულებით.

ეს ძალიან დაგვეხმარება ორგანიზებულად საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლის უზრუნველყოფაში ჩვენი არჩევნებისთვის და ნოემბრიდან ფრენების რაოდენობის ეტაპობრივი გაზრდა, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

კონკრეტულ მიმართულებებს არ დავასახელებ ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ჩვენ პროექტი მთავრობის გადაწყვეტილების უკვე მომზადებული გვაქვს, მაგრამ მთავრობამ უნდა იმსჯელოს და უახლოეს დღეებში აისახება ეს საჯარო გადაწყვეტილებაში, თუ რა დამატებითი მიმართულებები გაიხსნება სხვადასხვა ავიაკომპანიისთვის, როგორც რეგულარული ფრენები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგებთან ერთად მიიღეს და ფრენები ძირითადად თბილისისა და ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით აღდგება.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ფრენების განახლებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც შეძლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები