მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ შეიძლება, საპენსიო ფონდიდან ენერგოპროექტები დავაფინანსოთ? - კახაძის კითხვა დანელიას

6347dd3998207
ვიქტორია მღებრიშვილი
13.10.22 18:15
1048
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი დანელიას ჰკითხა, შესაძლებელია, თუ არა საპენსიო სისტემით დაგროვილი თანხით "ნამახვანჰესის" დაფინანსება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ის ამ კითხვას მოქალაქის პოზიციიდან სვამს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ჰიდროელექტროსადგურების პროექტებში ამ თანხის ინვესტირების შესაძლებლობები აინტერესებს.

"საპენსიო სისტემით აკუმულირებული თანხა 2.7 მლრდ ლარია, ანუ $1 მლრდ. "ნამახვანჰესის" განხორციელებისთვის 800 მლნ ლარის უცხოური ინვესტიცია უნდა ჩადებულიყო. ამ დროს, 1 მლრდ დოლარი საბანკო ანგარიშზე დევს და არავისგან პროცენტით აღება არ გვჭირდება, იმის შიშით, რომ გადახდა მოგვიწევს და ჩავვარდებით... საკუთარ პროექტში ფულის ჩადება, რომელიც ენერგეტიკული უსაფრთხოების როლს ითამაშებს რამდენად სწორია? ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ის შედეგი, რასაც პროექტის დასრულების შემდეგ მივიღებთ, ეს იქნება სარგებელი, დასაქმება, ამორტიზაციის ხარჯები, შიგნით დიფერენცირებული მიწოდება, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაზრდა და ა.შ  როგორ ფიქრობთ, ამ ფულის ჰესის პროექტში ჩაშვება, ცუდია და დამღუპველია და თუ გამართლებულია? რა რისკებს შეიძლება ეს იდეა შეიცავდეს?", - მიმართა სააგენტოს ხელმძღვანელს ლადო კახაძემ.

გიორგი დანელიას თქმით, საპენსიო დანაზოგებით დაგროვილი თანხის ჰიდროენერგო პროექტებზე მიმართვა კანონით იკრძალება.

„ჩვენ ძალიან მკაცრად განსაზღვრული კანონი გვაქვს, რომელიც გვითითებს, სად შეიძლება ჩავდოთ ფული და სად - არა. დღევანდელი კანონის მიხედვით, "ნამახვანჰესის" მშენებლობის და მსგავსი ტიპის პროექტებში თანხის ჩადების უფლება არ გვაქვს. შესაბამისად, ასეთ პროექტებს ვერ განვიხილავთ“, - განაცხადა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი დანელიამ.