მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად არის დაბანდებული 3 130 000 000 ლარის საპენსიო დანაზოგი?

64009b4551ed3
თელარა გელანტია
03.03.23 09:32
6556
2023 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.13 მილიარდი ლარია. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 377 ათასი ადამიანია.

როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ განაცხადა, ამ დროისთვის, საპენსიო დანაზოგების წმინდა ამონაგები 476 მილიონი ლარია, რაც სქემის მონაწილე მილიონზე მეტი მოქალაქის საკუთრებაა.

რაც შეეხება იმას, სად არის დაბანდებული საპენსიო დანაზოგები, როგორც საპენსიო სააგენტოს დირექტორმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, კანონის მიხედვით, პირველი ხუთი წელი საპენსიო დანაზოგების მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელში ინვესტირებაა შესაძლებელი.

„საპენსიო დანაზოგების, დაახლოებით, 60% კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზეა განთავსებული; 16% - სახაზინო ობლიგაციებში; დაახლოებით, 9% - უცხოურ ფასიან ქაღალდებში ანუ აქციებში; 8% - ამერიკულ სახაზინოებში; 5% - მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზეა; 0,8 არის სუვერენულ ობლიგაციებში და 0,1% კი, განთავსებულია კორპორაციულ ობლიგაციებში“, - თქვა გიორგი დანელიამ.

ცნობისთვის: დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,159 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 8,268,836.39 ლარს შეადგენს.

6 აგვისტოდან, მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგის ინვესტირების მოდელის არჩევის უფლება ექნებათ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები