მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ შემოდიან საქართველოში უცხოური ბანკები? - სებ-ის საბჭოს წევრის პასუხი

62e1469448aa8
ვიქტორია მღებრიშვილი
27.07.22 18:10
6363
საქართველოს ეროვნული ბანკის წევრ ეკატერინე გალდავას სურვილია, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი უცხოური ფინანსური ინსტიტუტი და ფინტექკომპანია შემოვიდეს. ასე უპასუხა მან დეპუტატ ალექსანდრე რაქვიაშვილის კითხვას, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სებ-ის პრეზიდენტის მიერ ანგარიშის წარდგენისას დაისვა.

ეკატერინე გალდავამ პირდაპირ არ უპასუხა კითხვას - რატომ არ შემოდიან უცხოური საფინანსო ინსტიტუტები, მაშინ როცა ქართული ბანკები მაღალი მოგებით გამოირჩევიან.

მან წლების წინ საქართველოს ბაზრიდან უცხოური ბანკების გასვლის მაგალითები გაიხსენა.

„უცხოური საფინანსო ინსტიტუტები საქართველოში - ეს ჩემთვის მტკივნეული საკითხია; გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც საქართველოში Société Générale და HSBC იყო და ვთვლი, რომ ეს იმ პერიოდისთვის დიდი მიღწევა იყო, მაგრამ რატომღაც 2012 წლისთვის ეს ორი ბანკი საქართველოს ბაზარზე აღარ არსებობდა, ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა, რომ ასეთი დიდი ისტორიის, გამოცდილების და კულტურის მქონე დაწესებულებები საქართველოში ყოფილიყო.

დღესაც მივესალმები იმას, რომ ბაზარი იყოს ღია, არამხოლოდ საფინანსო დაწესებულებები, არამედ ფინტექები იყოს ბაზარზე, რადგან მსოფლიო ძალიან ვითარდება. ამიტომ წინ წასული მოდერნიზებული კომპანიები რამდენადაც უფრო სწრაფად შემოვლენ საქართველოში, ამით დიდ გავლენას მოახდენენ საპროცენტო განაკვეთის კლებისკენ, რადგან მათ მოაქვთ კულტურა, დიდი თანხები... თუმცა იმასაც აღვნიშნავ, რომ საქართველოს საბანკო სისტემა რეგიონში ძალიან წინ არის წასული და მათი სტაფი ძალიან წინ იყურება და არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო“, - განაცხადა გალდავამ.