მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ შემოდის Starbucks-ი საქართველოში? - თეიკო ლომინაძის პასუხი

6468adf1e6770
ნანუკა ნარიმანიძე
20.05.23 15:45
9908
“კვადრუმ ჯორჯიას” მარკეტინგის მენეჯერმა თეიკო ლომინაძემ გადაცემა BMGDRIVE-ში სტუმრობისას კომპანია Starbucks-ზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრენდი საქართველოში ბაზრის მოცულობის გამო არ შემოდის.

„Starbucks-ი საქართველოში არ შემოდის, რადგან ძალიან პატარა ბაზარი ვართ, მათ გაწერილი აქვთ თავისი კონკრეტული სტრატეგია, იციან რამდენი ობიექტი სჭირდებათ, მაგ ოდენობისთვის კი ჩვენი ბაზარი ძალიან პატარაა. იმისთვის, რომ Starbucks საქართველოში შემოვიდეს, კომპანიამ თავის სტრატეგიას უნდა გადახედოს და გადაწყვიტოს, რომ სტანდარტული სტრატეგიით არ შემოვა ამ კონკრეტულ ბაზარზე და გამოჩნდება თუნდაც უფრო ნაკლები ლოკაციებით, რაც მეტწილად მათი მხრიდან ცვლილებებთან არის დაკავშირებული. ბერკეტი ჩვენს ხელში არ არის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო პერიოდში Starbucks-სს კარგად არ აქვს საქმე, შესაძლოა, მოუწიოთ სტრატეგიაზე გადახედვა და საქართველოს ბაზარზე არასტანდარტული სტრატეგიით შემოვიდნენ“, - დასძინა მან.

თუმცა აქვე თეიკო ლომინაძე აღნიშნავს, რომ აქამდე ბევრი ბრენდი იყო მხოლოდ დიდი მასშტაბებით დაინტერესებული, თუმცა გლობალურმა მოცემულობამ თვითონ ბრენდებს გადაახედინა თავიანთ სტრატეგიებზე და უკვე პატარა ბაზრებზეც შედიან.

„ახლა ბრენდები მიხვდნენ, რომ დივერსიფიცირებისთვის პატარა და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ბაზრებიც საინტერესო და მომგებიანია, ბევრი ბრენდი ცვლის თავის სტრატეგიებს და ინტერესდება მცირე ბაზრებით. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდები გამოჩნდებიან“, - განმარტა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები