აშშ-ის პრეზიდენტსა და ნავთობგიგანტების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრა მოულოდნელი დაპირისპირებით დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა ExxonMobil-ის აღმასრულებელი დირექტორის, დარენ ვუდსის განცხადების გამო, რომელმაც ვენესუელას ინვესტირებისთვის გამოუსადეგარი ქვეყანა უწოდა.
თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, სადაც პრეზიდენტი ნავთობკომპანიებს ვენესუელის ენერგოსექტორში $100 მილიარდის ინვესტირებისკენ მოუწოდებდა, დარენ ვუდსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა ამ ეტაპზე არაინვესტირებადია.
მისი თქმით, ExxonMobil-ს ვენესუელაში აქტივები უკვე ორჯერ ჩამოართვეს, ამიტომ მესამედ დაბრუნება ფუნდამენტურ ცვლილებებს მოითხოვს. სანამ ქვეყანაში მთავრობა, სამართლებრივი სისტემა და უსაფრთხოების გარანტიები არ შეიცვლება, ვუდსის თქმით, იქ ფულის ჩადება უკიდურესად სარისკო იქნება.
ამ განცხადებამ პრეზიდენტ ტრამპის მწვავე რეაქცია გამოიწვია. მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ Exxon-ის ხელმძღვანელის განცხადება მისთვის მიუღებელია და კომპანია ამ პროცესიდან ჩახსნილი იქნება.




























