მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ უნდა გამოტოვოთ eCommerce Day

ბანკი
BM. GE
24.10.23 15:44
97
სტატიაში საუბარია:

25 ოქტომბერს თბილისში გაიმართება ელექტრონული კომერციის დღე, რომლის მთავარი მიზანი და იდეა ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბების კომპანიების საერთო დროსა და სივრცეში გაერთიანებაა.

მსგავსი შინაარსისა და მასშტაბის ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება და, შესაბამისად, პირველად აჩენს უამრავ შესაძლებლობას ადგილობრივი კომპანიებისთვის. ამ მოვლენას, როგორც საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის თავმჯდომარე, ლადო კანდელაკი ამბობს, ძალიან ამბიციური და მნიშვნელოვანი შედეგების მქონე მიზანი აქვს: გააჩინოს კავშირი საქართველოსა და მსოფლიოს, ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს შორის.

რა თქმა უნდა, ეს უნიკალური პერსპექტივა სრულიად საკმარისი პირველადი მოტივაცია შეიძლება იყოს ყველასთვის ამ ღონისძიებაზე დასასწრებად, თუმცა უფრო კონკრეტულადაც შეიძლება კიდევ არაერთი მიზეზის ჩამოთვლა, თუ რატომ არ უნდა გამოტოვო ელექტრონული კომერციის დღე:

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვევიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Amazon Pharmacy, Rakuten Viber, Glovo, Evido x Meta და სხვა. უშუალო შეხება და კომუნიკაცია ამდენად მსხვილი და სრულიად საერთაშორისო დონის კომპანიის თანამშრომლებთან, ძალიან საჭირო და გამოსადეგი გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობაა.

საჭირო კონტაქტების დამყარება

გარდა საერთაშორისო ბაზრის წარმომადგენლებისა, ღონისძიებაზე თავს მოიყრის, ფაქტობრივად, ყველა მზარდი და სამომავლო პარტნიორობისთვის საინტერესო ქართული კომპანია – შიდა მასშტაბებში აზრების, იდეებისა და გეგმების მიმოცვლაც დამატებითი შესაძლებლობაა ცალ-ცალკე და ერთად განვითარების პერსპექტივისთვის. საქართველოს ბანკი ხელს უწყობს ბიზნესების განვითარებას, სწორედ ამ მიზნით მხარს უჭერს მსგავს ღონისძიებებს და მოუწოდებს მის ბიზნეს მომხმარებლებს, რომ არ გამოტოვონ შეხვედრა.

სამომავლო პერსპექტივების შეფასება

არაფორმალური და უშუალო კომუნიკაციის მიღმა, ღონისძიებას ეყოლება სპიკერები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, განიხილავენ იქომერსის მომავალს, გამოწვევებს, ინოვაციებს, ხელოვნურ ინტელექტს, გადახდებს, მიწოდების ჯაჭვის მართვას, ლოგისტიკას და ციფრულ მარკეტინგს – ფაქტობრივად, ყველა იმ საჭირო და აუცილებელ თემასა თუ გარემოებას, რომელთა გარეშეც თანამედროვე სამყაროში წარმოუდგენელია კომპანიის არსებობა და, მით უფრო, განვითარება.

პრაქტიკულ სესიებში ჩართვა

გარდა იმ ინფორმაციისა, რასაც მიიღებთ მთავარი სცენის გამომსვლელებისგან, გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა პრაქტიკული გამოცდილება მიიღოთ შესაბამის სესიებზე. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც გირჩევთ, რომ არ გამოტოვოთ, იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ბიზნესი და მის მონაცემებზე დაფუძნებით ზრდაზე ხართ ორიენტირებული, არის საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის პრაქტიკული სესია. Ads მენეჯერი ახალი ციფრული პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ, თქვენი ბიზნესი 1 200 000-ზე მეტ მომხმარებელს გააცნოთ საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში. eCommerce დღეზე კი შესაძლებლობა გექნებათ, მის შესახებ მეტი გაიგოთ და თავადაც გამოიყენოთ.

ელექტრონული კომერციის ასოციაცია საქართველოში 2020 წელს შეიქმნა სფეროს ხელშეწყობისა და გაუმჯობესების მიზნით და უკვე რამდენიმე წელია, ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ასოციაციისა და მისი წევრებისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს და უზრუნველყოფს მათ სტაბილურობას, სამომავლო განვითარებას.

ამ შესაძლებლობებით სავსე კონფერენციას თბილისის “შერატონ გრანდ მეტეხი პალასი” უმასპინძლებს.

მეტი ინფორმაციისთვის უშუალოდ რეგისტრაციასა და დღის წესრიგზე, იხილეთ ღონისძიების აღწერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები