"შიდა გავრცელების დაწყებდან მე-6 და მე-8 კვირები ითვლება ყველაზე უფრო კრიტიკულებად", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხემძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, რომელმაც კორონავირუსის გავრცელების შესაძლო პიკურ პერიოდთან დაკავშრებით განმარტება გააკეთა.
„რატომ ვამბობ 3 კვირას, ამას ხშირად მეკითხებიან. ჩვენ პირველი შემთხვევა დაგვიფიქსირდა 26 თებერვალს და 22 მარტს დავაფიქსირეთ უკვე შიდა გავრცელების შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვეღარ გავედით პირველწყაროზე.
ჩვენ ვიყენებთ და ვსწავლობთ ბევრი ქვეყნის გამოცდილებას. შიდა გავრცელებიდან დაწყებული მე-6 და მე-8 კვირამდე ითვლება ყველაზე უფრო კრიტიკულ კვირებად. დღეს,შევედით მე-5 კვირაში ამიტომ აპრილის ბოლო და მაისის პირველი კვირები, მოსალოდნელია რომ იყოს ინფექციის შემთხვევების კიდევ უფრო ზრდა, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას და გთხოვთ უმორჩილესად ის მთავარი სლოგანი, რაც ხშირად გესმით ამ დღეების განმავლობაში - „დავრჩეთ სახლში“ ძალაშია და ძალაში იქნება უმრავლესობისთვის კარგა ხანს, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ პიკს გადავივლით, არსებობს გეგმა თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა თანდათანობით ამ მდგომარეობიდან და როგორ უნდა გაიხსნას, ბიზნესისთვის, ჩვენი მუშაობისთვის... მაგრამ თანდათანობით.
ეს გეგმა წარმოდგენილი იქნება და ნახავთ, რომ ის ხორციელდება იმ გამოცდილებით, რომელიც გუშინ დაიწყო გერმანიამ - თანდათანობითი გამოსვლა, ოღონდ როდესაც უკვე დაღმავალ მრუდზე გადავიდნენ ყოველდღიური შემთხვევების, იგივე დაიწყო გუშინწინ ავსტრიამ, ნორვეგიამ და მრავალმა ქვეყანამ, რომელთა გამოცდილებაც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სწორად, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.
აქამდე ყველა ის ღონისძიება რაც ქვეყანამ გაატარა, იყო ძალიან დროული, ძალიან მიზანდასახული და ყოველთვის ის იძლეოდა შედეგს და დღეს ეს შედეგი გახლავთ ის, რომ 408 შემთხვევაა ქვეყანაში დაფიქსირებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




























