მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ არის Microsoft-ის მიერ Activision-Blizzard-ის შესყიდვა წლის მთავარი გარიგება?

micro

ორწლიანი სასამართლო დავის და მარეგულირებლებთან ვაჭრობის დასრულების შემდეგ, ვიდეო თამაშების ინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი გარიგება წარმატებით დასრულდა. ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Microsoft-მა კომპანია Activision-Blizzard-ი 69 მილიარდ დოლარად შეიძინა.

ამ კოლოსალური თანხის სანაცვლოდ, Microsoft-მა წვდომა მიიღო Activision-Blizzard-ის პორტფელთან, რომელიც ისეთ პოპულარულ თამაშებს მოიცავს, როგორიცაა: Call of Duty, World of Warcraft, Diablo, Overwatch, StarCraft და Candy Crush.

უახლოეს მომავალში Activision-Blizzard-ის თამაშების უდიდესი ნაწილი Microsoft-ის მიერ გამოშვებულ Xbox-პლატფორმაზე გამოჩნდება, რაც, სავარაუდოდ, ამ კონსოლის მიმართ მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს.

ზოგადად, ვიდეოთამაშების ინდუსტრია Microsoft-ისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან წლების განმავლობაში Windows-ის მთავარ უპირატესობას სხვა სისტემებთან შედარებით, ვიდეო თამაშების მრავალფეროვნება წარმოადგენდა. ახლა უკვე Microsoft-ს დომინაციის მოპოვება მობილური გეიმინგის და Cloud-სტრიმინგის მიმართულებით სურს.

Acivision-ის შესყიდვა Microsoft-ს შემოსავლების გაზრდაში დაეხმარება. ანალიტიკოსების პროგნოზით, ამ გარიგების შედეგად, ვიდეო თამაშების ინდუსტრიიდან მიღებული წლიური შემოსავალი 24 მილიარდ დოლარს მიაღწევს და ის წლიდან წლამდე მდგრადად გაიზრდება.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Activision-Blizzard-ს აქტიური თამაშების გარდა, თითქმის 50-წლიანი კოლექცია და ინტელექტუალური საკუთრების ფართო ჩამონათვალი აქვს, რაც მივიწყებული თამაშების სერიების გაცოცხლების საშუალებას იძლევა.

ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ ამ გარიგებით Microsoft-მა ყველაფერი მიიღო, რაც მას სურდა, თუმცა ეს ასე არ არის. ევროკავშირის, ბრიტანეთისა და ამერიკის მარეგულირებელმა ორგანოებმა Microsoft-ს რამდენიმე ექსკლუზიური უფლების დათმობა აიძულეს. მათ შორის ის, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში Sony და Nintendo გარანტირებულად მიიღებენ წვდომას Activision-ს თამაშებთან. Cloud-სერვისთან მიმართებით ინტელექტუალური საკუთრების უფლებით კი მომდევნო 15 წლის განმავლობაში კომპანია Ubisoft-ი ისარგებლებს.

ამ კომპრომისის მიუხედავად, გრძელვადიან პერსპექტივაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ Microsoft-მა სტრატეგიული გამარჯვება მოიპოვა და ამ გარიგების პოზიტიურ შედეგებს მომდევნო წლების განმავლობაში უფრო მკაფიოდ დავინახავთ.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები