მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის მიუღებელი კლინიკებისთვის რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდა? - არჩილ ჩუხრუკიძის პასუხი

6489fad18018f
ალა ისპირიანი
14.06.23 21:25
1147
თბილისის გულის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ჩუხრუკიძემ, BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ბუნდოვანია როგორ უნდა მოხდეს სასამართლოს ჩარევის გარეშე კლინიკის დაჯარიმება ან დახურვა.

„მარეგულირებელს განუზომელი უფლებები ეძლევა იმისათვის, რომ თავისი ქმედებები განახორციელოს. ნებისმიერ ზარზე ჯანდაცვის სამინისტროს საშუალება ექნება შემოვიდეს და მარეგულირებელმა თავისით გადაწყვიტოს კლინიკის გაჩერება ან დაუწესოს. ამის შეჩერების ბერკეტი კი ჩვენ არ გვრჩება, რადგან სასამართლოში შეტანაც კი არ აჩერებს მათ გადაწყვეტილებას, თუნდაც ის არასწორი ყოს. არანაირი ბერკეტი არ გვრჩება იმისთვის, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება გავაპროტესტოთ“, - განაცხადა მან.

არჩილ ჩუხრუკიძის თქმით, ასევე პრობლემას წარმოადგენს, რამდენად კომპეტენტური იქნება ის ადამიანი ვინც კლინიკებში შესამოწმებლად შევა.

“მარეგულირებლიდან შემოსული ადამიანი რომელიც ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას რამდენად კომპეტენტურად მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს განმარტებული არ არის. არის ტერმინი: „დოკუმენტის არასწორად წარმოებისთვის“, რაც ბუნდოვანი განმარტებაა. როდესაც მარეგულირებელი რაღაც შეტყობინების საფუძველზე შემოვა, მან ხარისხი უნდა შეამოწმოს და სამედიცინო ხარისხის შესამოწმებლად საჭიროა ექსპერტები და დარგის სპეციალისტები მოიწვიოს და  წარმოუდგენელია ერთი შემოსვლით ეგ როგორ მოხერხდება". 

კითხვაზე, თუ რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ჯანდაცვის სამინისტროს ამ ცვლილების მიღებით, იგი ამბობს, რომ შესაძლოა სამინისტრო ამ გზით ცდილობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ზოგიერთი კლინიკის გამოთიშვას.

„ალბათ სხვა ბერკეტი ვერ მოიძებნა. ზოგადად დეკლარირებულია, რომ სამინისტროს მხრიდან საწოლფონდი ძალიან გაზრდილია და ისინი თვლიან, რომ ამდენი საწოლი მათ არ სჭირდებათ“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ დაცული უნდა იყოს პარიტეტი და მარეგულირებლის გადაწყვეტილებაზე თავდაცვის საშუალება უნდა არსებობდეს. 

"როდესაც ჯარიმას ან შეჩერებას მიწესებ. მე უნდა მქონდეს თავდაცვის საშუალება და მყავდეს მიუკერძოებელი არბიტრი. ერთადერთი სწორი მიუკერძოებელი არბიტრი კი შიძლება იყოს სასამართლო", - განმარტა არჩილ ჩუხრუკიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ახალი ინიციატვის მიღების შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს კლინიკების სასამართლოს ნებართვის გარეშე შემოწმება შეეძლება.სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსმა ეკა ბოჭორიშვილმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ცვლილებების მიხედვით, რეგულირების სააგენტოს ნებისმიერ დროს შეეძლება მიმართოს დაწესებულებას, მოახდინოს ფოტო და ვიდეოგადაღება, ამოიღოს ნებისმიერი სახის მასალა, დალუქოს სამედიცინო დოკუმენტაცია, მოისმინოს ექიმებისგან განმარტებები. მისი თქმით, ასევე იზრდება საჯარიმო სანქციებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები