მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის მნიშვნელოვანი თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან ბრძოლა? - ინტერვიუ დანიელ მარაჩიანუსთან

კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმი 8 ნოემბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო კვლევითი კომპანია Nielsen-ის კვლევის პრეზენტაცია, საქართველოში თამბაქოს პროდუქციის არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით. კვლევა მოიცავს საქართველოში 2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით თამბაქოს ნაწარმის უკანონო ვაჭრობის ძირითად ტენდენციებს. კვლევის თანახმად კონტრაბანდის დონე 2023 წლის პირველ კვარტალში 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 6.2 პროცენტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2021 წელთან მიმართებით 2.2 პროცენტული ერთეულით არის გაზრდილი. რეგიონების მიხედვით ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება ზუგდიდში (76%), ახალქალაქში (37%) და ბათუმში (24.5%). შეხვედრაზე გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით, წელს თამბაქოს უკანონო ვაჭრობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტი 85 მილიონი ლარის სააქციზო შემოსავალს დაკარგავს. კვლევის წარდგენას ესწრებოდნენ ბიზნესისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. შეხვედრაში მომხსენებლად მონაწილეობდა დანიელ მარაჩიანუ, მოწვეული ექსპერტი რუმინეთიდან, რომელმაც BMG-სთან თამბაქოს არალეგალური ვაჭრობასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დანიელ მარაჩიანუ - ექსპერტი;

შოთა ტყეშელაშვილი - BMG-ის ანალიტიკოსი;