მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის რუსეთთან ფრენები საშიში? - ფადი ასლის მოსაზრება

ფადი ასლი
ალა ისპირიანი
25.05.23 01:00
943

რუსეთ-საქართველოს შორის აღდგენილი ფრენების შესახებ ICC Georgia-ს თავმჯდომარე ფადი ასლიმ ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–ში ისაუბრა. მისი მოსაზრებით, საქართველოს მთავრობა ეწინააღმდეგება რუსეთის მიმართ დაწესებულ მეორედ სანქციებს, რაც შესაძლოა დასავლეთის მხრიდან სახიფათო გადაწყვეტილების მიზეზი გახდეს.

„ევროპა ცდილობს საქართველოს დაეხმაროს. საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების წინააღმდეგ არ მიდის, მაგრამ, მთავრობა კერძო კომპანია არ არის. მთავრობას შესაბამისის შეთანხმება აქვს ევროკავშირთან, რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული აშშ-სთან ურთიერთობასთანაც, ამიტომ რუსი მოქალაქეების მიგრაციის ხელშეწყობით ისინი ფაქტობრივად ძირს უთხრიან დასავლეთს კოლექტიურ მცდელობებს, რუსეთზე ზეწოლა იქონიან. სწორედ ამიტომ არის დასავლეთი შეშფოთებული ამ ყველაფრით.

შეიძლება საქართველო სანქციების წინააღმდეგ არ მიდის, მაგრამ ისინი მეორად სანქციებს ეწინააღმდეგებიან. მეორედი სანქცია ამ შემთხვევაში იმას გულისხმობს რომ აზიმუტიდან თვითმფრინავს საქართველოში დაშვება შეუძლია. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ თვითმფრინავს ძრავასთან დაკავშირებული რაღაც პრობლემა ჰქონდა და ამ ძრავის შეცვლა შესაძლებელი გახდა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც სანქციების წინააღმდეგ წასვლას გულისხმობს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა განცხადება, რომ შეიძლება საქართველოს მიმართაც დაწესდეს სანქციები, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება, რადგან ბევრი უცხოური კომპანია შეწყვეტს აქტივობას და ოპერირებას საქართველოში, რაც ნეგატიურ გავლენას იქონიებს ბიზნესის ზრდაზე", - განაცხადა ფადი ასლიმ და დასძინა, რომ მთავრობამ ძალიან ჭკვიანურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და შეწყვიტოს დასავლეთის გაღიზიანება, რომელმაც შეიძლება მძაფრი რეაქცია იქონიოს ამ ყველაფერზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები