მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის თბილისში საცობი? - მერიის პასუხი

სს

რამდენიმე საათია დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საცობებია. Bm.ge-ს წყაროს ინფორმაციით, შეფერხებით მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

Bm.ge საკითხზე თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ დღევანდელი საცობის გამომწვევი მიზეზი მეტეხის ხიდზე მომხდარი ავტოშემთხვევაა.

"როგორც კი სადმე მსგავსი შეფერხება ხდება, მთელ ქალაქში საცობებს ჯაჭვურად იწვევს", - გვითხრეს მერიაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს მეტეხის ხიდიდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა, რის გამოც სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. მტკვრიდან მანქანა და ცხედარი რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს, თუმცა ქალაქში საცობები მაინც გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები