მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ათავისუფლებს Amazon-ი ათასობით თანამშრომელს?

Amazon
სტატიაში საუბარია:

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენის, ჯეფ ბეზოსის კომპანია Amazon-ი მიმდინარე კვირას ათასობით თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავს.

როგორც ირკვევა, ეს გადაწყვეტილება Amazon-ის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია და ის ჯამურად 30,000 დასაქმებულის სახლში გაშვებას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით პირველი დიდი შემცირება 2025 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, როცა სამსახური 14,000-მა თანამშრომელმა დაკარგა. სავარაუდოა, რომ მეორე ტალღა წინაზე არანაკლებ მასშტაბური იქნება, თუმცა კომპანიაში არ აკონკრეტებენ, იქნება თუ არა ეს ტალღა საბოლოო.

როგორც წყარო Reuters-სს უყვება, ბეზოსის კომპანია თანამშრომლების გათავისუფლებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს. მათ შორის, შემცირებაში მოჰყვებიან მონაცემთა ცენტრების კომპანია AWS-ში დასაქმებულები, ასევე საცალო ვაჭრობის მიმართულებაზე მომუშავეები და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები. დაკავებულ პოზიციებს დაკარგავენ Amazon-ის სტრიმინგსერვისის პლატფორმა Prime Video-ს თანამშრომლებიც. შემცირება ოფიციალურად სამშაბათს გამოცხადდება და კვირის ბოლომდე დასრულდება.

აღსანიშნავია ის მიზეზებიც, რასაც გადაწყვეტილების მიღების მიზეზად ჯეფ ბეზოსის კომპანიაში აჟღერებენ. თუ აქამდე თანამშრომლების გაშვების არგუმენტად ხელოვნური ინტელექტის განვითარება სახელდებოდა და ცხადდებოდა, რომ შემცირება იმ ადამიანებს შეეხებოდათ, რომელთა საქმის შესრულება უკვე AI-საც შეეძლო, ამჯერად ყურადღება გაზრდილ ბიუროკრატიაზე გამახვილდა. Amazon-ში მიიჩნევენ, რომ თანამშრომელთა არსებული რაოდენობა აჭიანურებს ისეთი რეფორმების გატარებას, რომლებიც კერძო თუ კორპორაციულ კლიენტებს სერვისების დროულად მიღებას გაუმარტივებს. შესაბამისად, საჭიროა ისეთი ადმინისტრაციული და საოფისე კადრების შემცირება, რომელთა შენარჩუნების მიზეზიც აღარ არსებობს. გასულ წელს დაანონსებული შემცირების დასრულებისა და 30,000 ადამიანის სამსახურიდან გაშვების შემდეგ Amazon-ის კორპორაციულ სტრუქტურებში დასაქმებულთა რაოდენობა 10%-ით შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები