„ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს იქიდან, რომ ფასები იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.
საქმე იმაშია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უცხო ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით სპეცრეისების აღდგენაზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ამ ფრენებს არა ერთი, არამედ რამდენიმე კომპანია განახორცილებს.
ივანე მაჭავარიანის თქმით, გადაწყვეტილება რომ მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას რამდენიმე ავიაკომპანია განახორციელებს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარეობს.
„ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს იქიდან, რომ ფასები იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის რომლებიც ბრუნდებიან და ამ რთულ პერიოდში არ იყოს ძალიან მაღალი ფასები და გაუადვილდეთ სამშობლოში დაბრუნება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ უცხოეთიდან საქართევლოს მოქალაქეების რეპატრიაციას პანდემიის პერიოდში „ჯორჯიან ეარვეისი“ ასრულებდა.