მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბორჯომის" TOP-ინვესტორებში მოხვედრა ახალი ქარხნის დამსახურებაა - ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი

„IDS ბორჯომი საქართველოს“ დირექტორის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2025 წლის პირველ ნახევარში კომპანიის TOP-10 ინვესტორი კომპანიის ჩამონათვალში მოხვედრა, სწორედ ბორჯომის ახალ ქარხანაში განხორციელებული ინვესტიციის დამსახურებაა. ამის შესახებ მან „ბორჯომის“ ახალი ქარხნის ოფიციალური გახსნის შემდეგ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„[ინვესტიციის კუთხით] ეს პროექტი წამყვანია, თუმცა კომპანია აგრძელებენ საკმაოდ სოლიდური ინვესტიციების განხორციელებას სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების სფეროებში, როგორიც არის განათლება, სპორტი და რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, მაგრამ როდესაც TOP-ინვესტორებზე ვსაუბრობთ, ეს ამ ქარხნის და ამ ინფრასტრუქტურის დამსახურებაა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 763.8 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც გასული წლის FDI-ზე 15.5%-ით ნაკლებია. საქსტატის ოფიციალური ინფორმაციით, „აიდიეს ბორჯომი საქართველო“ ერთ-ერთი კომპანია იყო, სადაც როგორც 6 თვის, ასევე მეორე კვარტალში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო.

IDS ბორჯომი საქართველო, პირველი ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოების 135-ე წელს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალ ჩამომსხმელ ქარხანას ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 120 მილიონ დოლარს შეადგენს.

ბორჯომის ახალი ქარხანა ყვიბისში, ყოფილი, N2 ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდა. საწარმოს საერთო ფართობი 48 000 მ2-ს შეადგენს. მასშტაბითა და წარმოების შესაძლებლობებით, საქართველოში ის ყველაზე დიდი საწარმოა ჩამომსხმელ სექტორში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები