მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ჩავარდა სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე მშენებარე ხიდი? - გზების დეპარტამენტის განმარტება

63f5b2b0d60f2
BM.GE
22.02.23 10:20
7975
სამტრედია-გრიგოლეთის I მონაკვეთზე მშენებარე ხიდის დაზიანების მიზეზების შესწავლა დაწყებულია, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. 

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი დააზიანა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყველა ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელი. ამ ეტაპზე, მდინარე რიონის წყლის დონე ისევ დიდია და წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება არსებული ვითარების შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დაზიანებული ბურჯის აღდგენა.

სამტრედია-გრიგოლეთის პირველი 11.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, რომელიც გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს). სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მილიონი ლარით ფინანსდება", - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 

შემთხვევის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები